თანამედროვე სმარტფონში ფეისბუკისა და ინსტაგრამის თვალიერების გარდა უამრავი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება. უფრო კონკრეტულად, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის პერიოდში და გაიმარტივოთ სწავლა და, ზოგადად, სტუდენტური ცხოვრებაც.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ეს აპლიკაციები სრულიად უფასოა და თავისუფლად შეგიძლიათ გადმოტვირთოთ სხვადასხვა სატელეფონო სისტემების მქონე პირველკურსელებმა და არამხოლოდ.
1. Evernote – ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. თუ ლექციაზე ლექტორი საინტერესო ინფორმაციას გაწვდით, თქვენ კი ჩასაწერი საშუალება თან არ გაქვთ, ამ პრობლემას აღნიშნული აპლიკაცია მოგიხსნით.აოლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ სმარტფონში მონიშნოთ და ჩაიწეროთ სხვადასხვა ინფორმაცია, შეინახოთ მასში PDF-ის ფორმატის დოკუმენტები. ასევე აპლიკაციას შეუძლია ხმოვანი ჩანაწერის ბეჭდურად გადაყვანა.
2. Blackboard – ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამ პროგრამას იყენებენ სალექციო მასალის ასატვირთად. შესაბამისად ეს აპლიკაცია მოსახერხებელია გადმოტვირთოთ სალექციო მასალა და იმეცადინოთ მაშინაც კი როცა წვდომა არ გაქვთ კომპიუტერთან.
3. Allrecipes – ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. ბევრი სტუდენტი, რომელიც მარტო ცხოვრობს თავად უწევს საჭმლის მომზადებაზე ზრუნვა. ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ მოიძიოთ მაქმილაურად მარტივი და მალე მოსამზადებელი კერძების რეცეპტები და ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით კერძის მომზადების პროცესს. ასევე საშულება გაქვთ საკუთარი რეცეპტები სხვებსაც გაუზიაროთ.
4. Spendometer – ხელმისაწვდომია IOS და Android-ისთვის. სტუდენტური ბიუჯეტი დიდი ოდენობით არ გამორჩევა, ამიტომაც ეს აპლიკაცია დაგემხარებათ სწორად გადაანაწილოთ და აკონტროლოთ თქვენი ბიუჯეტი
5. Dictionary.com – ხელმისაწვდომია IOS და Android-ისთვის. სტუდენტებს ხშირად უწევთ სწავლა უცხო ენაზე, რაც ხშირად საჭიროებს ლექსიკონის დახმარებას. აპლიკაცია დაგეხმარებათ თარგმნოთ თქვენთვის უცხო სიტყვები, მოძებნოთ მათი სინონიმები და შეამოწმოთ სპელინგი.