თამაში ჭვავის ყანაში

ლიტერატურული გვერდი

„თუ ნაწარმოებს არ აქვეყნებ, არავინ იცის, რას აკეთებ. შეგიძლია, ყველაფერი შენთვის დაიტოვო“.

სელინჯერმა, რომელსაც, სხვათა შორის, თავისუფლად შეეძლო მამამისის გზას გაჰყოლოდა და წარმატებული ხორცის ბიზნესი ეწარმოებინა, დაწერა ნაწარმოები, რომლითაც მსოფლიო ლიტერატურაში ღირსეული ადგილი დაიკავა. ნაწარმოები, რომელიც მოგვიანებით მოზარდებისათვის საკულტო მოთხრობად იქცა.
„თამაში კლდის პირას, ჭვავის ყანაში“ ჰოლდენ კოლფილდზე, მის მსოფლხედვაზე, კრიტიკულ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს. ეს არის მოზარდი, რომელიც გარემომ მოწამლა, ამიტომ ყველაფერს სარკასტულად იყურებს, აღარაფრის სწამს, აღარაფერი და აღარავინ მოსწონს გარდა თავისი პატარა დისა.

tam
კოლფილდი გრძნობს, რომ დიდი ხნის წინ გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული, ამიტომ ისღა დარჩენია, სხვები მაინც გადაარჩინოს. განსაკუთრებით ბავშვებზე შესტკივა გული, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ იმ საფრთხეზე, რაც გარდაუვლად ემუქრებათ;

tamashi
„სელინჯერის ნაწარმოები მოზარდების გამოფხიზლებას ცდილობს და ამასთან ყველას შთაგვაგონებს, რომ ვიცხოვროთ იმედიანად და ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან. მოზარდები საკუთარ თავს ცნობენ მასში იმ ამბოხისა და იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომლებიც მწერალმა კოლფილდში დახატა, ამიტომ გირჩევთ წიგნი სწორედ მოზარდობისას წაიკითხოთ, თორემ სხვა შემთხვევაში, თუ მისი წაკითხვა მოწიფულობის პერიოდში მოგიხდათ, შესაძლოა დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდეთ, კოლფილდს ერთი მაგრად გაულაწუნოთ მისი ქმედებების გამო.“ – აღნიშნულია „გარდიანის“ სტატიაში.

tamm
რაც შეეხება თავად მწერალს, მან ცხოვრების განმავლობაში არაერთი რელიგია შეისწავლა (რაც რამდენიმე პასაჟიდან ნაწარმოებშიც იკვეთება) – ბუდიზმი, ინდუიზმი, ქრისტიანობა, როგორც მეცნიერება, მაგრამ თვითიდენტიფიცირება ვერც ერთთან ვერ შეძლო.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
სიცოცხლის ბოლო წლებში (გარდაიცვალა 2010 წელს, 91 წლის ასაკში) სელინჯერი უკიდურესი ასოციალურობით გამოირჩეოდა, მან უარი თქვა საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე და ჟურნალისტებთან კონტაქტზეც, სახლში ჩაიკეტა და კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა.

salinger_784x0

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები