ფსიქიკური პრობლემების მქონე დიდი მწერლები

ინფორმერი

1. ლევ ტოლსტოი – „აღსარებაში“ მწერალმა დეპრესიისადმი საკუთარი დამოკიდებულება აღწერა. შუა ხნის ტოლსტოის დეპრესია კიდევ უფრო გაუძლიერდა, მას ავადმყოფური მიდგომა გაუჩნდა პირადი წარმატებისადმი, გაასაჩუქრა პირადი ნივთები, მოგვიანებით კი თავს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ თვითმკვლელობის ჩასადენად საჭირო გამბედაობა არ აღმოაჩნდა;

featered

2. ერნესტ ჰემინგუეი – ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ინდივიდუალურობის გახლეჩისა და ღრმა დეპრესიისაგან იტანჯებოდა, მოგვიანებით კი ფსიქოზით დაავადდა; იმის მაგივრად, რომ ექიმისთვის მიემართა, მან ალკოჰოლით „თვით-მკურნალობა“ გადაწყვიტა. მის წინაპართაგან არაერთმა მოიკლა თავი დეპრესიის მიზეზით და ამავე გზას დაადგა ჰემინგუეიც, რომელმაც 1961 წელს ტყვია დაიხალა თავში;

ernest
3. ფრანც კაფკა – ეგზისტენციალისტი მწერალი ფრანც კაფკა მუდამ მარტოსული იყო, მას ასოციალური ბუნება და დეპრესია სტანჯავდა. პრაღის სადაზღვეო კომპანიაში მუშაობისას კაფკამ აღმოაჩინა, რომ ცხოვრების არსი უაზრო ბიუროკრატიამდეა დაყვანილი. შეიძლება მწერლის დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ყოფილიყო, რომ კაფკას ნაწარმოებებიდან მისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დაბეჭდეს. მას მუდმივად სტანჯავდა თავის ტკივილები და უძილობა.

franz_kafka_by_artandpoet-d3exv25
4. ვირჯინია ვულფი – თავისი უკანასკნელი რომანის დასრულების შემდეგ მწერალი, რომელზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. 1941 წელს მან ჯიბეები ქვებით ამოივსო და მდინარეში შესცურა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

This is an undated photo of British author Virginia Woolf.  (AP Photo)
This is an undated photo of British author Virginia Woolf. (AP Photo)

5. ეზრა პაუნდი – ტომას ელიოტმა აღნიშნა, რომ ეზრა პაუნდმა მეოცე საუკუნის პოეზიაში რევოლუცია მოახდინა. 1945 წელს ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს (ცივი ომის განმავლობაში აქტიურად აკრიტიკებდა აშშ-ს პოლიტიკას). მოგვიანებით შემოქმედს შიზოფრენიის დიაგნოზიც დაუსვეს.

ezra_pound

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები