სტუდენტებისთვის საფრანგეთში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლისათვის კონკურსი გამოცხადდა

გაცვლითი პროგრამები

საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის.

საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. ძირითადი მოთხოვნაა ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველო მოქალაქე ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, მისი განაცხადის საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პრაქტიკანტად მიღება საქართველოს მოქალაქე – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 45 დღისა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი და პრაქტიკის);
  2. CV;
  3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  4. საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  5. საფრანგეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, თუ ჯერ დიპლომი არ აგიღიათ, სტუდენტის ბილეთის ასლი.

სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება სასწავლო პრაქტიკა დაიწყება შერჩევიდან ორი თვის შემდეგ.

საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ. კანდიდატებს, რომელთაც გასაუბრებაზე დავიბარებთ, თან უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.

ინფორმაციისთვის მსურველებმა მიმართეთ შემდეგ მისამართზე: ambassade.georgie@mfa.gov.ge (objet: STAGE)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები