ყველა დროის 10 აკრძალული წიგნი

ინფორმერი

 

  1. „საოცარი ახალი სამყარო“ – ალდოს ჰუქსლი (1932)

brave

ალდოს ჰუქსლიმ რომანი 1931 წელს დაწერა და მასში აღწერილია ინდუსტრიალიზაციის დროინდელს საზოგადოებაში არსებული დაყოფა და პიროვნული იდენტურების დაკარგვა. აშშ-ს მრავალ შტატში რომანი აკრძალული იყო სკოლებში, მასში არსებული „ნეგატიური აქცენტების“ გამო.

 

  1. „მრისხანების მტევნები“ – ჯონ სტეინბეკი (1939)

grape

ჯონ სტეინბეკის რომანი, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა, დიდ დეპრესიასა და მის ეფექტებზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა აღიარება ჰპოვა ლიტერატურულ ელიტაში, მოსახლეობის უმრავლესობამ ის საჯაროდ დაგმო, იმ შოკისმომგვრელი აქცენტების გამო, რომელსაც მწერალი ღარიბული ცხოვრების აღწერისას აკეთებს.

 

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

 

  1. „კირჩხიბის ტროპიკები“ – ჰენრი მილერი (1934)

Henry-Miller---Tropic-of--006

ჰენრი მილერი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში საფრანგეთში მომხდარ ამბებს აღწერს და დაწვრილებით მოგვითხრობს ღარიბი მწერლის სექსუალური ცხოვრების დეტალებზე. დაბეჭდვისთანავე, პენსილვანიის უმაღლესმა სასამართლომ წიგნი დაგმო, რადგან იმ დროისთვის მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო მზად რომანისთვის, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა “ოცდაათიანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები” უწოდა.

 

  1. „სასაკლაო ნომერი ხუთი“ – კურტ ვონეგუტი (1969)

sasaklao

კურტ ვონეგუტი დრეზდენში გერმანელების მიერ დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს გადაურჩეს დაბომბვას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. წიგნში აღწერილი ძალადობრივი სცენების გამო, აშშ-ს მთავრობამ ის ბავშვებისათვის “არამიზანშეწონილ” საკითხავად მიიჩნია;

 

  1. „სატანისტური ლექსები“ – სალმან რუშდი (1988)

TheSatanicVerses

სალმან რუშდის „სატანისტური ლექსები“ მუსლიმური საზოგადოების დიდი ნაწილისათვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ვენესუელაში იმას, ვისაც აღნიშნული წიგნის კითხვისას წაასწრებდნენ, 15 თვით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ, ხოლო იაპონიამ ჯარიმები დააწესა მის გაყიდვაზე. აშშ-შიც კი რამდენიმე მსხვილმა წიგნების მაღაზიამ უარი თქვა წიგნი გაეყიდა, მას შემდეგ რაც ექსტრემისტები სიკვდილით დაემუქრნენ ყველას, ვინც წიგნს გაავრცელებდა.

 

  1. „მარტო ყოფნის უპირატესობები“ – სტეფან ჩობსკი (1999)

marto yofnis

ნაწარმოები, რომლის შექმნასაც ბიძგი სელინჯერის ცნობილმა ნაწარმოებმა – „თამაში ჭვავის ყანაში“ – მისცა, თინეიჯერის ცხოვრებას აღწერს და ისეთ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა სექსი და ნარკოტიკები. იმ ჰომოსექსუალური კონტენტის გამო, რაც ნაწარმოებს გააჩნია, ის აშშ-ს ბიბლიოთეკებიდან გამოიტანეს.

 

  1. „ის, რაც ინგრევა“ – ჩინუა აჩებე (1958)

Things_Fall_Apart_cover_600px

წიგნში აღწერილია ბრიტანული კოლონიალიზმის გავლენა ნიგერიის ცხრა სოფელში. კოლონიალიზმისადმი „ზედმეტად კრიტიკული“ მიდგომის გამო ის მალაიზიაში აიკრძალა.

  1. „ამერიკელი ფსიქოპატი“ – ბრეტ ისტონ ელისი (1991)

AmericanPsychoPoster

ელისი სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მთავარი პერსონაჟის ბნელი მხარეები უფროდაუფრო იკვეთება. ყველა, ვისაც ამ წიგნის ეკრანიზაცია უნახავს, მიხვდება, რატომაც აიკრძალა ეს ნაწარმოები. გერმანიამ გამოქვეყნებისთანავე შერაცხა „არასრულწლოვანთათვის საზიანო პროდუქტად“.

 

  1. „მეტამორფოზა“ – ფრანც კაფკა (1915)

metamorfoza

კაფკას მისტიკური მოთხრობა გიგანტურ მწერად ქცეულ ადამიანზე და საზოგადოებისაგან (ოჯახიდან) მისი გარიყვის პროცესზე მოგვითხრობს. ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმების პერიოდში ფრანც კაფკას ყველა ნაწარმოები აკრძალული იყო, ისევე როგორც ჩეხოსლოვაკიაში, რადგან მწერალმა უარი თქვა ეწერა ჩეხურ ენაზე და მხოლოდ გერმანულად წერდა.

 

  1. „ლოლიტა“ – ვლადიმირ ნაბოკოვი (1955)

lolita

„ყველაზე საზიზღარი წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.“ – ასე დაახასიათა სანდეი ექსპრესის რედაქტორმა არასრულწლოვან „ნიმფეტზე“ შეყვარებული შუახნის მამაკაცის ისტორია. საფრანგეთმა წიგნი მომდევნო წელსვე აკრძალა, თუმცა აშშ-ში მისთვის ცენზურა არავის დაუწესებია.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები