სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე (500 ლარი ხელზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო განაკვეთი: 800-1,200 ლარი (ხელზე)
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/ბოლო კურსის სტუდენტი (სასურველია მარკეტინგის სფეროში);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Photoshop და სხვა გრაფიკული რედაქტორების ცოდნა
- ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების, საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა
- კრეატიული და ძლიერი შემოქმედებითი ხედვა
- ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი
- კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
- ძლიერი უნარები ანალიტიკასა და პროექტის მართვაში
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მარკეტინგული მხარდაჭერა, მათ შორის ინფორმაციული მასალების მოძიება/მომზადება
- რეკლამის მენეჯმენტი: Facebook, Google Ads, სხვა მედია
- ორგანიზაციის ვებ გვერდის მართვა, ადმინისტრირება, ინფორმაციის განთავსება
- Facebook-ის გვერდის მართვა და კონტენტის მოძიება
- სარეკლამო და ციფრული მედიის სააგენტოებთან ურთიერთობა
- სოციალური არხების მართვა და განვითარება
- სხვადასხვა ტიპის მარტკეტინგული და PR ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მედია გეგმის შემუშავება.
- ბაზრის ანალიზსა და კვლევაზე დაფუძნებით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- პრეზენტაციების და რეპორტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
უპირატესობა მიენიჭება აღნიშნული საქმის მცოდნე/გამოცდილების მქონე პირებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.