თამამად შეიძლება ითქვას, რომ „იგი“ ქარჩხაძის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. პოპულარული და არა საუკეთესო. ეს არის მოთხრობა, რომელიც უამრავმა ადამიანმა დაიტაცა, რადგან წელში მოხრილი, დაჩაგრული, პირველყოფილი საზოგადოებისგან გარიყული იგი ბევრმა გააიგივა საკუთარ თავთან. ალბათ, ესაა იმის მიზეზი რომ მოთხრობა „გაპაპსდა“.
“როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა”;
“დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის”.
მოთხრობიდან ამოღებულ ამ ნაწყვეტებს ბევრგან შეხვდებით და ბევრისგან გაიგებთ. დიახ, „იგი“ დღეს ისევეა „გაპაპსებული“, როგორც „სამოსელი პირველი“, არადა ქარჩხაძის შემოქმედებას ეს პატარა მოთხრობა მეათედითაც ვერ ასახავს.
როცა ერთსა და იმავე სიტყვას მუდმივად იმეორებ ის აზრსა და მნიშვნელობას კარგავს. დაახლოებით იმავე ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც რომელიმე ნაწარმოებს ყველა ერთდროულად აიტაცებს და მისგან ამოგლეჯილი ნაწყვეტების ფრიალს იწყებს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ „იგი“ ცუდი მოთხრობაა, პირიქით. ქარჩხაძე ჩვეული ოსტატობით, ენის სრულყოფილი ფლობით აღწერს პირველყოფილი ადამიანების ყოფას, სხვებისგან გამორჩეული ფიქრების, გრძნობებისა და აზროვნების მქონე, წელში გამართულ პერსონაჟს, რომელსაც ვერავინ აპატია წელში გამართვა და ამისთვის სიკვდილი მიუსაჯეს.
შინაარსს რომ თავი გავანებოთ, მკითხველი ნაწარმოების ფორმისგანაც სიამოვნებას იღებს, რაც, ზოგადად, ქარჩხაძის ნაწარმოებებს ახასიათებს, როგორც ნამდვილ ლიტერატურულ შედევრებს.
“ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უეცრად გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა…
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო , როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა. ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც იყო ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი თბილად გადაუსვა სახესადა თმაზე და თქვა:
– ნის საკვირველი სუნი ასდის თბილი და საამონიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
– ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა… ნი გაკვირვებით მიაჩერდა იგის
– ნის თმები ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.ნი სწრაფად წამოჯდა.
– იგის სხვა რამე უნდა?“
იგისა და ნის ხანმოკლე სიყვარულის ისტორიაც ისეა აღწერილი, რომ კითხვისას გონებაში დახატული სურათები ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. ამ მოკლე მონაკვეთში ცალკეული დეტალებიდან ნათლად ჩანს როგორ იბადება (შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში პირველად) ცხოველური ვნებისგან განსხვავებული, ამაღლებული გრძნობა – სიყვარული.