,,თუ ყინულის ნატეხი დაგივარდა, ფეხით მაცივრის ქვეშ შეაგდე”
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
- ნურასოდეს ეკვეთები საქმეს დიდი შემართებით. თუ საკმარისად მოიცდის. საბოლოოდ მას ვინმე სხვა გააკეთებს;
- რაც უფრო შორსაა პულტი, მით უფრო სასურველია გადაცემა, რომელიც ტელევიზორში გადის;
- თუ რამეს ვერ წვდები, არც გჭირდება. ამგვარი მიდგომა ფიზიკურ რეფლექსად უნდა აქციო;
- დამღლელი ლექციების შემდეგ სახლში მისულს ვერავინ გაგიგებს და განუგეშებს ისე როგორც ფუმფულა ტახტი;
- მაქსიმალურად აარიდე სამუშაოს თავი, მაგრამ თუ დასაქმება გარდაუვალია მაღალ პოზიციებს დაუმიზნე, იქ ხომ ცნობილი უსაქმურები არიან;
- ყველაზე პროდუქტიული რამ რისი გაკეთებაც შეგიძლია, ძილია;
- თუ დაინახავ რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას (თანადგომა ხომ ჰუმანურობის საფუძველია);
- რაც საწოლ ქვეშ ვარდება, იკარგება. სამუდამოდ;
- თუ ვინმემ ლექციაზე ძილში გამოგიჭირა, ნელა ასწიე თავი და თქვი: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
- თუ გაგვიანდება საერთოდაც აღარ წახვიდე, რათა არაპუნქტუალურობაში არ დაგდონ ბრალი;
- “ხვალ“ ლათინური სიტყვაა და ქართულად იმ დროს აღნიშნავს, როცა ყველაფერს გააკეთებ, რაც დაგეგმილი გაქვს;
- რაც არ გვღლის, გვაძლიერებს;
- კურდღლები დახტიან და 8 წელი ცხოვრობენ. ძაღლები დარბიან და 15 წლამდე ქაჩავენ. კუები კი თითქმის არაფერს აკეთებენ და 150 წლამდე ძლებენ. მგონი, ყველაფერი გასაგებია.