6 სექტემბერს თბილისში ფერადი მარათონი FUSE TEA გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაიკეტება, სადაც ფერადი მარათონი გაიმართება.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე
პირველი 250 დარეგისტრირებული ადამიანი მიიღებს მაისურს
ორგანიზატორების თქმით, რეგისტრაციის გავლა ადგილზეც იქნება შესაძლებელი და 16:00-17:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე იწარმოებს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
17:00 საათიდან სტარტს აიღებს ყველაზე მხიარული, ფერადი და ლამაზი მარათონი, რომელიც დასრულდება ვარდების რევოლუციის მოედანზე. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოედანზე მოწყობილი იქნება სადეგუსტაციო ზონა, მოსასვენებელი და ფოტო ზონები.
თქვენს განწყობაზე იზრუნებს ყველასთვის ცნობილი ბენდი : (TSU) ARTi და DJ A2K.
დასწრება თავისუფალი და უფასოა.