თელავში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა გაიმართება

აქტუალური

სტუდენტური გაერთიანების „სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით 2015 წლის 1-8 სექტემბერს თელავში გაიმართება ზაფხულის სკოლა თემაზე „ცნობიერების ევოლუცია და პოსტ-ჰუმანური საზოგადოება“.

სკოლაში მომხსენებლებად მოწვეულნი არიან საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, ხელოვნების, ფილოსოფიის, ფსიქოანალიტიკისა და ანთროპოლოგიის უმაღლესი რანგის საერთაშორისო წარმომადგენლები.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სკოლის სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებიდან. ასევე, პარიზის უნივერსიტეტების (Paris 8 Vincennes à Saint-denis, Paris X – Nanterre) ბერლინისა და პადერბორნის უნივერსიტეტების (UDK, Universität Paderborn, Humboldt-Universität zu Berlin ) სტუდენტები.

სკოლა წარიმართება ინგლისურ ენაზე (ფრანგულენოვან ლექციებს მოჰყვება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურ ენაზე)

მონაწილე სტუდენტების მგზავრობის (რეგიონიდან/დედაქალაქიდან თელავამდე და უკან) სასტუმროსა და კვების ხარჯები სრულად დაიფარება სკოლის ბიუჯეტიდან.

გთხოვთ, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგვიგზავნოთ 25 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შემოსული განაცხადების განხილვის შედეგად, მონაწილე სტუდენტთა საბოლოო სია დადგინდება არაუგვიანეს 28 აგვისტოსა.

პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ქართუ”, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის”, სასტუმრო “ძველი თელავისა” და პარიზის უნივერსიტეტ Paris 8-ის “ფილოსოფიის თანამედროვე ლოგიკის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიის “(LLCP) მიერ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები