თბილისის მერიის ,,ახალგაზრდულ ბანაკში” სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

ივენთი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გიწვევთ მერიის “ახალგაზრდულ ბანაკში”, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ცნობით, “ახალგაზრდული ბანაკის” მიზანია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობების კომბინაციით ახალგაზრდების, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ბანაკში ჩართული იქნება 400 ახალგაზრდა, ბანაკის პროგრამა მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს.

სტუდენტების შერჩევა სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მოხდება, პირველ 200 სტუდენტს, რომელიც თავდაპირველად დარეგისტრირდება შესაძლებლობა ექნება ბანაკში პირველ ეტაპზე გაემგზავროს, ხოლო მეორე ნაკადი მეორე ეტაპზე გაემგზავრება.
I ნაკადი – 20 – 25 აგვისტო;
II ნაკადი – 25 – 30 აგვისტო;

ბანაკის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის მოწმობის ასლი, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული, თბილი ტანისამოსი და სპორტული ფეხსაცმელი.

ბანაკს აქვს წესდება, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
2 37 82 40; 591 50 99 43;

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები