რობერტ ბოშის ფონდი საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიპენდიების პროგრამას აცხადებს

განათლება

რობერტ ბოშის ფონდი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას საქართველო მოქალაქეებისათვის.

სტიპენდიის მიზანია უზრუნველყოს მომავალი თაობის შესაძლებლობა გაიფართოვონ ცოდნა პოსტ-საბჭოთა პოლიტიკის შესახებ, განავითარონ კვლევითი უნარ-ჩვევები. სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მოთხოვნები:

  • მონაწილე უნდა იყოს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქე;
  • ჰქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ან სოციალურ მეცნიერებებში მუშაობის გარკვეული გამოცდილება;
  • ჰქონდეს კვლევის გამოცდილება პოსტსაბჭოთა სივრცის/აღმოსავლეთ ევროპის/სმ.კავკასიის ეკონომიკის/პოლიტიკის შესახებ;
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა.

სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 3 000 ევროს.

დედლაინი 30 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფონდის ოფიციალურ გვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები