სასწავლო სტიპენდიების პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ბრაზილიაში

გაცვლითი პროგრამები

ბრაზილიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული საბჭო (CNPq-MCTI) და მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემია (TWAS) განვითარებადი ქვეყნებიდან დაინტერესებულ მკვლევარებს იწვევს საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების შერჩევას საკონკურსო წესით და მათ ჩართვას ბრაზილიის – სადოქტორო პროგრამებში, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და პოსტ-დოქტორებისთვის.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებში:

  • აგრარული მეცნიერებები;
  • ბიოლოგიური მეცნიერებები;
  • მედიცინის მეცნიერებები;
  • ქიმია;
  • საინჟინრო მეცნიერებები;
  • მათემატიკა, ალბათობა და სტატისტიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ფიზიკა;
  • ასტრონომია და გეოგრაფია.

CNPq-TWAS პროგრამის მიხედვით გამოცხადებულია:

  • 30 სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის;
  • 20 სტიპენდია სრული განაკვეთის სადოქტორო პროგრამისათვის;
  • 10 სტიპენდია – პოსტდოქტორებისთვის.

მონაწილეობის პირობები:

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ახალგაზრდა მეცნიერთათვის:

  • მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა (ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით;
  • წარმოშობის ქვეყნის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ოფიციალური ჩარიცხვა აპლიკაციის წარმოდგენის დროისთვის მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

სადოქტორო პროგრამებისთვის:

  • მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა (ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით.

პოსტ-დიქტორებისთვის:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ( ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით;
  • განვითარებად ქვეყანაში მუდმივი სამუშაო და კვლევით საქმიანობაში ჩართულობა.

თარიღები და ვადები:
განაცხადის მიიღება 6 ივლისიდან 24 აგვისტომდე;
კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2015 წლის ნოემბერში;
პროგრამის განხორციელება დაიწყება 2016 წლიდან.

სტიპენდიის რაოდენობა (ყოველთვიურად):

  • ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოყოფილია 2.200,00 აშშ დოლარი;
  • სადოქტორო პროგრამებისთვის – 2.200,00 აშშ დოლარი;
  • პოსტ-დიქტორებისთვის – 4.100,00 აშშ დოლარი.

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს  ან დაუკავშირდით შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები