მეცნიერები 13 აგვისტოს გამთენიისას ,,პერსეიდის” მეტეორების წვიმას ელოდებიან. ეს არის ყოველწლიური მოვლენა, თუმცა წელს მეტეორების წვიმა ახალი მთვარის პერიოდს ემთხვევა, ამიტომაც მეცნიერების თქმით, სანახაობა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
მეტეორების წვიმაზე დაკვირვება შეგიძლიათ 12 აგვისტოს მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყოთ. ნასაში ვარაუდობენ, რომ ცაზე საათში დაახლოებით 100 მეტეორი ჩაიქროლებს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება მეტეორების წვიმის ნახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით მოწყობილობებს. ამისათვის უბრალოდ საჭიროა გავერიდოთ ურბანულ განათებებს და ნაკლებად განათებული ადგილიდან დავტკბეთ მეტეორების წვიმის სანახაობით.
ხოლო მათ ვინც გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მეტეორების წვიმას თვალყური ნასას ოფიციალურ გვერდზე ადევნოთ.