ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას
მოთხოვნები:
- 2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება; - საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
- სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.
სტაჟირების პირობები:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2
- სტაჟირების ვადა – 2015 წლის 17 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით
- გაიცემა სერტიფიკატი
- სტაჟირება ანაზღაურებადია, თვიური სარგო 100 ლარი
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას;
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე- CV მისამართზე [email protected] 2015 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.