ილიაუნიში არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულების სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართება

სტუდენტური ცხოვრება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლის სექტემბერში აწყობს ვორკშოპს: „დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“. ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტი, BuroHappold Engineering-ის წევრი ანა სერა, მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოს წარმომადგენელი და სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელები.

ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება კრებულის სახით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო (5 ნამუშევარი) ელექტრონულ მისამართზე: popupcity@iliauni.edu.ge

წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შეირჩევა 20 სტუდენტი.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 აგვისტო

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვორკშოპის ორგანიზატორი და კოორდინატორი: ია კუპატაძე
ელფოსტა: popupcity@iliauni.edu.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები