ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლის სექტემბერში აწყობს ვორკშოპს: „დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“. ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტი, BuroHappold Engineering-ის წევრი ანა სერა, მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოს წარმომადგენელი და სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელები.
ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება კრებულის სახით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო (5 ნამუშევარი) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შეირჩევა 20 სტუდენტი.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 აგვისტო
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვორკშოპის ორგანიზატორი და კოორდინატორი: ია კუპატაძე
ელფოსტა: [email protected]