CIFE და Jean Monnet Chair of the University of Cologne გთავაზობთ ევროპისმცოდნეობის ონლაინ სამაგისტრო პროგრამას.
პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროპის ისტორიასა და ეკონომიკაში.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისათვის ვინც ინტერესდება ევროპისმცოდნეობით და სურს სწავლა და კარიერული განვითარება ერთმანეთს შეუთავსოს.
პროგრამაში მონწილეობისათვის კანდიდატი უნდა ფლობდეს
- ბაკალავრიატის დიპლომს;
- ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- ზემოთნახსენებ საკითხებზე მუშაობის გამოცდილებას.
მონაწილეების სწავლის დაფინანსების საკითხი გადაწყდება აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ.
აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 5 სექტემბერი.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.