5 სიმპტომი რომელიც ფეისბუქზე დამოკიდებულებას ახასიათებს

ინფორმერი

დღეს ბევრი ადამიანი რომ ფეისბუქდამოკიდებულია ეს ალბათ ახალ ამბავს აღარ წარმოადგენს. დამოკიდებულება იმაში გამოიხატება, რომ ისინი გამუდმებით შედიან სოციალურ ქსელში, ამოწმებენ სიახლეებსა და შეტყობინებებს და ფაქტობრივად ძალიან ცოტა დროს ატარებენ რეალურ სამყაროში ფეისბუქის გარეშე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

იმის განსასაზღვრად არის თუ არა ეს მავნე ჩვევა, გთავაზობთ 5 სიმპტომს რომელიც ფეისბუქდამოკიდებულებას ახასიათებს.

1. ე.წ. ნიუსფიდის მუდმივი თვალიერებას დაყოვნების სიმპტომთან მიჰყავხართ

კერძოდ, სიახლეების თვალიერება ფეისბუქში დაუსრულებლად შეიძლება, რადგან ადამიანები მუდმივად რაღაცა ახალ პოსტავენ. შესავამისად ამ სიახლეების მუდმივი თვალყურის დევნება დროს ისე გართმევთ, რომ თქვენ ამას ვეღარც ამჩნევთ, მიუხედავად იმისა თუ რა საქმიანობით იყავით დაკავებული მათ გაცნობამდე. თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ძალიან ნაცნობია, ეცადეთ შეცვალოთ ფეისბუქისადმი თქვენი დამოკიდებულება. ნაცვლად იმისა რომ სოციალურ ქსელში ძრომიალი დროის მოსაკლავად გამოიყენოთ, დაფიქრდით ეს პროცესი თქვენთვის ძვირფას დროს ტყუილად როგორ გაკარგვინებთ, ამის შემდეგ კი თქვენი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

2. ფეისბუქზე მუდმივად რაღაცის პოსტვა თქვენი მარტოობის ან გაუბედაობის მაჩვენებელია

ფეისბუქზე მუდმივად რაღაცის პოსტვა, თუნდაც რომელიმე ადგილიდან ე.წ. ,,დაჩექინება” ან ფოტოს გამოქვეყნება თუ რას მიირთმევთ სადილზე, მეცნიერების აზრით ნიშნავს რომ თქვენ გაკლიათ თავდაჯერებულობა ან მარტოდ გრძნობთ თავს. მსგავსი პოსტებით კი ცდილობთ სხვების ყურადღების მიქცევას.

3. ფეისბუქზე მუდმივი ძრომიალი ფსიქოლოგიური გადახრების მაჩვენებელია

ფეისბუქზე მუდმივი ძრომიალი ხშირად დაკავშირებულია სასიყვარულო ურთიერთობებთან. კერძოდ არსებობს ორი უკიდურესობა, ერთი, როცა ადამიანი გამუდმებით დაძვრება თავისი ყოფილი შეყვარებულის/პარტნიორის ფეისბუქზე, ეს ნიშნავს რომ თქვენ წარსულით ცხოვრობთ. მეორე უკიდურესობა კი ისაა, როცა ვინმე მოგწონთ და გსურთ მისი უკეთ გაცნობა და შესავამისად მუდმივად მის პროფილს ათვალიერებთ. ამ შემთხვევაში ჯობს ურთიერთობა აქტიურ ფაზაში გადაიყვანოთ, შეეხმიანოთ ამ ადამიანეს და ეცადოთ ვირტუალური ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოთ. რაც შეეხება ყოფილი შეყვარებულის ფეისბუქზე ძრომიალს, ეს ჩვევაც აუცილებლად უნდა მოიშოროთ, რადგანაც ის თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

4. შეტყობინებების მუდმივი შემოწმება მოუთმენლობის მაჩვენებელია

ფეისბუქზე შეტყობინების წითელ ფრად აციმციმება თქვენს გონებაში დოპამინის გამომუშავებას ახდენს. დოპამინი კი არის ნივთიერება, რომელიც ადამიანს უბიძგებს სიამოვნების მიღებისკენ. შესაბამისად როცა ადამიანს მისდის მისი სურათის ,,მოწონების” შეტყობინება, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. აქედან გამომდინარე შეიძლება რომ თქვენდა გაუცნობიერებლად ფეისბუქის შეტყობინებების ,,მონა” გახდეთ, რადგან თქვენი ტვინი ამისგან სიამოვნებას განიცდის. ყოველივე ამან კი შესაძლოა საკუთარ თავზე კონტროლი დაგაკარგვინოთ და მოუთმენელ ადამიანად გაქციოთ.

5. სიახლეების მუდმივი თვალიერება და ე.წ. ,,რეფრეში” ნიშნავს რომ გეშინიათ რამე არ გამოგრჩეთ

მუდმივად სიახლეების საქმის კურსში ყოფნის გამო ბევრი ადამიანი ფეისბუქში დაძვრება ნებისმიერ დროს, იქნება ეს პაემანი თუ მანქანის მართვის პროცესი. მიზეზი შიშია, იმისა რომ რამე საინტერესო არ გამორჩეთ. ინფორმაციის მიღება და სიახლეების საქმის კურსში ყოფნა კარგია, მაგრამ იცოდეთ მისი გაცნობის დრო და ადგილი, რადგან რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მანქანის მართვის დროს ფეისბუქში ძრომიალს, ალბათ, ამას თავადაც მიხვდებით.

და ბოლოს თუ გსურთ რომ ეს მავნე ჩვევები მოიშოროთ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • აღიარეთ რომ თქვენ ხართ ფეისბუქზე დამოკიდებული;
  • ეცადეთ გაიაზროთ რა სატყუარები იწვევენ თქვენ ჩვევებს;
  • შეიმუშავეთ ალტერნატიული გზრები, რით შეიძლება დაკავდეთ ნაცვლად ფეისბუქში ძრომიალისა.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები