ბრიტანული მედიასაშუალება The independent იუწყება რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურმა საგრძნობლად მოიმატა და იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც დღეისათვის სწავლა ყველაზე ძვირი ღირს. მათი ცნობით, ამ მონაცემებში გათვალისწინებულია მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის ღირებულება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სწავლა ყველაზე ძვირი ღირს განვითარებულ ქვეყნებში, კერძოდ სკანდინავიის ქვეყნებსა და კანადაში.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
რაც შეეხება ბრიტანეთს, The independent-ის ინფორმაციით, უმაღლესში სწავლა ყველაზე ძვირი ინგლისშია, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრ. ირლანდიაში კი შედარებით იაფი.
მათივე ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ერთი წელი სწავლა 16 722 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 20 000 დოლარამდე) ჯდება, თუმცა კერძო უნივერსიტეტებში ეს თანხა გაცილებით მეტია.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბრიტანული მედიასაშუალება უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველებს ურჩევს, რომ სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრონ, რადგანაც აქ სწავლა საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისთვისაც უფასოა.
იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი: