taz-Panterstiftung ახალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევ ბერლინში სემინარში მონაწილეობის მისაღებად.
სემინარზე მონაწილეობა შეიძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.
სემინარი გაიმართება ბერლინში 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რომ მუშაობდეთ ჟურნალისტად და სამუშაო დონეზე ფლობდეთ რუსულ ენას. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს ფარავს ორგანიზატორი მხარე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზუმე და სამოტივაციო წერილი (მოცულობა – ერთი გვერდი)უნდა წარმოადგინონ ინგლისურ, რუსულ ან გერმანულ ენაზე.
ასევე მონაწილეობის მსურველმა ორგანიზტორებს უნდა აცნობოს თუ ფლობს ვიზას ამ პერიოდისთვის.
ასევე ორგანიზატორების მოთხოვნაა რომ დოკუმენტის დასახელებაში პირველ რიგში მიუთითონ გვარი. მაგ: გვარი CV. გვარი სამოტივაციო წერილი.
იმეილის საბჯექთში ჩაწერეთ application taz
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ [email protected]