დედოფალ იადვიგას ფონდი (Queen Jadwiga Fund) აცხადებს კონკურსს სადოქტორო და კვლევით სტიპენდიებზე ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთათვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.
პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატებს საშუალება ექნებათ განახორციელონ კვლევითი პროექტები იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სტიპენდია შეადგენს 1500 ზლოტს თვეში. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს გამარჯვებულ კანდიდატთა განთავსებას სტუდენტურ საცხოვრებელში და ჯანმრთელობის დაზღვევას კრაკოვში ყოფნის პერიოდში. სტიპენდია გაიცემა 1-დან 6 თვემდე ვადით. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაგეგმილ კვლევით პროექტზე.
სააპლიკაციო საბუთებია:
- განაცხადის ფორმა (იხ. ქვემოთ მითითებულ ბმულზე)
- აპლიკანტის CV
- კვლევის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს კრაკოვში
- ინფორმაცია აპლიკანტის აკადემიური საქმიანობის შესახებ
- აპლიკანტის პუბლიკაციების ჩამონათვალი
- სარეკომენდაციო წერილი იაგელონიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონტაქტო პირის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადების მიღება დასრულდება 2015 წლის 10 სექტემბერს.