ყველასათვის საყვარელი დისნეის მულტფილმები, რომლებზეც თაობები იზრდება უამრავ ისეთ მესიჯს შეიცავს, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებლად გვჭირდება. თითოეულ მესიჯს თავისი დატვირთვა აქვს, ზოგი სიყვარულისა და სიკეთისკენ მოგვიწოდებს, ზოგიც უბრალოდ განწყობის ამაღლებაში გვეხმარება.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
,,სტუდენტური ამბები” გთავაზობთ ციტატებს დისნეის ცნობილი მულტფილმებიდან, რომლებიც ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობების მოფრთხილებისაკენ მოგვიწოდებს.
1. „ზოგი ადამიანისათვის ღირს, დადნე.“ – უსაყვარლესი ოლაფი, რომელიც გვახსენებს, რა არის მნიშვნელოვანი. „გაყინული“.
2. „თუ რაიმე სასიამოვნოს თქმა არ შეგიძლია, სულ ნურაფერს იტყვი.“ – საყვარელი ბაჭია მულტფილმიდან „ბემბი“.
3. „ვარჩევდი, ხვალვე მოვმკვდარიყავი, ვიდრე 100 წლის განმავლობაში ისე მეცხოვრა, რომ შენ არ გამეცანი.“ – ჯონი „პოკაჰონტასიდან“.
4. „ოჰანა – ნიშნავს ოჯახს, ხოლო ოჯახი კი ნიშნავს, რომ არავინ უნდა მიატოვო და დაივიწყო.“ – სწორედ ასე გვასწავლის სტიჩი ოჯახის ნომერ პირველ წესს მულტფილმში „ლილო და სტიჩი“.
5. „სიყვარული ნიშნავს, დააყენო სხვისი საჭიროებები შენსაზე წინ.“ – კვლავაც ოლაფი „გაყინული“-დან.
6. „შენ გგონია, რომ მხოლოდ ის ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც შენნაირად გამოიყურებიან და ფიქრობენ. მაგრამ თუ უცხოს ნაკვალევს გაჰყვები, ბევრ ისეთ რამეს ისწავლი, რაც არასოდეს იცოდი.“ – ესეც თავად „პოკაჰონტასი“.