თამაშები სმარტფონისთვის, რომლებიც გონებას გაგივარჯიშებთ

ინფორმერი

თუ გსურთ რომ თქვენ საქმეში ან სწავლაში იყოთ საუკეთესო და თანაც განიტვირთოთ სტრესისგან, გონების სავარჯიშოების შესრულება საუკეთესო გზაა. მსგავსი სავარჯიშოების შესრულება გაცილებით უფრო სახალისოა როცა ეს თამაშების დახმარებით ხდება. მართალია, ბევრს არ მოსწონს როცა ახალგაზრდები მუდმივად თავიანთ მობილურებს ჩაჰყურებენ, თუმცა სწორედ სმარტფონების დახმარებით გონების სავარჯიშოების შესრულება გაცილებით მოსახერხებელია.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,სტუდენტური ამბები” გთავაზობთ 7 აპლიკაციას სმარტფონისთვის, რომელიც გონებას გაგივარჯიშებთ და იმავდროულად სტრესის დაძლევაშიც დაგეხმარებათ:

download (2)1. Personal Zen
მოთამაშეები მიჰყვებიან ორ ანიმაციურ გმირს, რომელთაგან ერთი მშვიდი და მეგორბულია, მეორე კი – გაბრაზებული. ეს თამაში ფსიქოლოგიის დოქტორმა ტრეისი დენისმა და City University of New York-ის მკვლევარებმა შექმნეს. მათი თქმით, თამაში გონების პოზიტიურ გმირზე ფოკუსირებით შფოთვის შემცირებას უწყობს ხელს.

როგორც თამაშის შემქმენელბი აცხადებენ, ერთი ტურის თამაშიც კი რამდენიმესაათიან სიმშვიდეს მოგგვრით და ამიტომაც მის თამაშს სპეციალურიად სტრესული სიტუაციების წინ გვირჩევენ. მათივე განმარტებით, დღეში  თუნდაც 10 წუთი საგრძნობლად შესამჩნევ დადებით ეფექტებს გამოიწვევს.

თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია iOS სისტემისათვის

2. Brain Trainer Specialbrain_trainer_special_pro_1
ეს აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი ანდროიდისათვის. აპლიკაცია მოიცავს თამაშებს, რომლებიც დაგამახსოვრებინებთ ასოთა თანმიმდევრობებს, ტელეფონის ნომრებს და ამოგახსნევინებთ მათემატიკურ ამოცანებს, რაც შესაბამისად თქვენს გონებას კარგად გაავარჯიშებს.

3. Happify
იცოდით რომ გონებრივი ვარჯიში ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის?
კვლევები ადასტურებს, რომ იმ აქტივობებიდან, რომლებიც გვეხმარება, დავამარცხოთ უარყოფითი აზრები, ერთ-ერთი მათგანი გონების გავარჯიშებაა. ეს თამაში შექმნილია პოზიტიური ფსიქოლოგიის საფუძვლების გამოყენებით და შესაბამისად მასში გამოყენებული ქვიზები და გამოკითხვები თანდათან გასწავლით ჩვევებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თამაშის მიზანი იმ უნარების გამომუშავებაა, რომელიც მის მომხმარებლს გააბედნიერებს და მთელი დღის მანძილზე სახეზე ღიმილს შეუნარჩუნებს. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია iOS სისტემისთვის.

4. Positive Activity Jackpot
ეს აპლიკაცია თავდაპირველად შეიმუშავეს საბრძოლო მისიებიდან დაბრუნებული მსახურებისათვის, რომლებშიც მაღალი იყო პოსტტრავმატული სტრესისა და აშლილობის რისკი. იგი იყენებს ანდროიდის GPS-ს, რათა იპოვოს ახლოს მდებარე ადგილები, სადაც სასიამოვნო და მრავალფეროვანი აქტივობები ხდება. თუ თავს ცუდად გრძნობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რა გააკეთოთ, ერთი ღილაკის დაჭერა და… აპლიკაცია თავად გააკეთებს არჩევანს თქვენთვის.

PAJ ეფუძნება ქცევითი თერაპიის ფორმას, რომელსაც სასიამოვნო ღონისძიებების დაგეგმვასაც ეძახიან. ეს აპლიაკცია სევდიანი ფიქრების დასაძლევად, სასიამოვნო და განწყობის გამოსაკეთებელი აქტივობების ყოველდღიურ გეგმას შეგიდგენთ. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია Google Play-სათვის.

detail-08006020014061068845. Fit Brains Trainer
360-ზე მეტი უნიკალური თამაში და თავსატეხი, რომელთა მიზანია თქვენი გონების დაძაბვა და გავარჯიშება. თამაშები რთულდება თქვენი შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად და დაუსრულებლად გამოგიწვევთ უფროდაუფრო დამაინტრიგებელი თავსატეხების შესასრულებლად.

პროგრამა ასევე, გთავაზობთ სასწავლო რეკომენდაციებს შედეგების გასაუმჯობესებლად. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია iOS-ისა და Google Play-სათვის.

6. Eidetic
Eidetic იყენებს ტექნიკას, რომელსაც ინტერვალური გამეორება ჰქვია, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი რამის დამახსოვრებაში: ტელეფონის ნომრებიდან დაწყებული, საინტერესო ფაქტებითა და უცხო სიტყვებით დამთავრებული. მისი მოქმედების ფორმა მრავალფეროვანია. ის იყენებს საგნებს, რომელთაც კონკრეტული მნიშვნელობა და კონტექსტი აქვთ და გამახსოვრებინებთ მეგობრის ტელეფონის ნომერს, საბანკო ანგარიშის დეტალებს, ან ახალ საინტერესო ციტატას. შეტყობინებებით გახსენებთ, როდის არის საჭირო თავის გამოცდა და გეხმარებათ გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებაში. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია iOS-ისათვიf40c6030089faf7d7e197cdc4ae6ff14_400x400ს.

7. ReliefLink
ფსიქოლოგიის დოქტორმა კასლოვმა ეს აპლიკაცია, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, შექმნა თვითმკვლელობის პრევენციისათვის, მაგრამ მისი გამოყენება განწყობის გამოსაკეთებლადაც შეიძლება. მასში გაერთიანებულია სტრესთან გამკლავების მრავალი მეთოდი, რელაქსაციის სავარჯიშოები, დამამშვიდებელი მუსიკა და სხვა. GPS-ის რუკების მეშვეობით იგი ასევე, შემოგთავაზებთ ახლომდებარე თერაპევტებს, მხარდაჭერის ჯგუფებს და ფსიქოლოგიური მკურნალობის დაწესებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ პროფესიონალთან გასაუბრების სურვილიც გექნებათ.

➡ მოგვწერეთ და გაუწიეთ რეკომენდაცია თქვენთვის ნაცნობ აპლიკაციებს, რომლებიც ასევე გონების გავარჯიშებას უწყობს ხელს

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები