კომპანია აცხადებს მონაცემთა ბაზის ოპერატორის ვაკანსიას სტუდენტებისთვის

დასაქმება
ს.ს. გამოფენების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას 1 თვიანი პროექტის ფარგლებში მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე, მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
სააქციო საზოგადოება გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია” წარმოადგენს მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრს. მისი ძირითადი საქმიანობაა საერთაშორისო გამოფენების და ღონისძიებების ორგანიზება.
ძირითადი ფუნქცია:
  • გამოფენების პოტენციური და არსებული მონაწილეებისა და ვიზიტორების მონაცემთა ბაზის განახლება.
უფლება-მოვალეობანი: 
  • მომავალ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ინტერნეტით და სხვა წყაროებით მოძიებულ პოტენციურ ადგილობრივ და უცხოურ მონაწილეებთან ტელეფონით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით დაკავშირება და სათანადო ბაზებში პოტენციური კლიენტ-კომპანიების შესახებ ინფორმაციის შეტანა;
  • ტელეფონით ადგილობრივ ვიზიტორთა ბაზის სიზუსტის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
  • სატელეფონო კავშირი ადგილობრივ პოტენციურ ვიზიტორებთან, მოსაწვევების დაგზავნის მიზნით მათი მისამართების დასაზუსტებლად;
  • გამოფენიდან მიღებული ინფორმაციით მონაცემთა ბაზების შევსება;
  • დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისამებრ ზედამხედველისთვის შესრულებული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი განათლება (სტუდენტი)
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმეში პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ასაკი: 20-დან 30 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00-მდე.
დღიური ანაზღაურება – 15 ლარი 
დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტო სურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: [email protected] და “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები