ეკონომიკური საკითხების შესახებ ესეების კონკურსი გამოცხადდა

ინფორმერი

ინტერნეტპორტალი VoxUkraine, კიევის ეკონომიკის სკოლასთან, უკრაინის წამყვან მედია და კავშირგაბმულობის კომპანიებთან ერთად აცხადებს ესეების კონკურსს.

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს სოციალურ-ეკონომიკურ თემებს.

მოთხოვნები:

  • ესეში წარმოჩენილი უნდა იყოს პრობლემა, მისი ანალიზი და გამომწვევი მიზეზები;
  • ესე არ უნდა აჭარბებდეს 10 000 სიმბოლოს (დაშორებების ჩათვლით), აბსტრაქტი კი უნდა მოიცავდეს 300-მდე სიმბოლოს. აბსტრაქტში მოკლედ უნდა იყოს წარმოდგენილი ესეს მთავარი იდეა, ესეს ბოლოს კი აუცილებელია დასკვნის წარმოდგენა;
  • პლაგიატიზმის დაუშვებელია. ყველა ციტატას თუ ინფორმაციას მითითებული უნდა ჰქონდეს წყარო;
  • ესე წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინულ ან ინგლისურ ენაზე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

გამარჯვებულს გადაეცემა 8 000 უკრაინული გრივნა, მისი ნამუშევარი კი გამოქვეყნდება VoxUkraine-ს პორტალზე და უკრაინის წამყვან მედიასაშუალებებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომთან ერთად უნდა გაიგზავნონ ავტორის საქმიანობისა და განათლების შესახებ ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: [email protected]

ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები