საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდი მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას იწყებს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ახალი სადგური ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურს მაღლივ კორპუსამდე, კერძოდ, სანდრო ეულის ქუჩამდე დააკავშირებს. შედეგად დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე დაემატება, ხოლო დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. მშენებლობს 24 თვეში დასრულდება.
სამუშაოების ღირებულება 83,000,670.45 ლარია.