განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო

აქტუალური

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის  მსურველებთან გასაუბრება დაიწყო.  კონკურსი  ორ პროგრამაში მიმდინარეობს.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაში გამარჯვებულ აპლიკანტებს სახელმწიფო ნაწილობრივ  ან სრულად დაუფინანსებს უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯებს. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულები კი მათ მიერ შერჩეულ  გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317 მონაწილემ  გაიარა რეგისტრაცია.

გასუბრებაზე მოწვეულ აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე საკონკურსო ეტაპის გავლის შედეგად მოხდა:

  • პირველი საფეხური – განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებასითვალისწინებდა.
  • მეორე საფეხური – განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია შინაარსობრივად და ხარისხობრივად  შეფასდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ სკოლას/უნივერსიტეტს და დარგს, სხვა მოპოვებულ გრანტსა თუ სტიპენდიას, აკადემიურწარმატებულობას მიენიჭა. შეფასება განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განახორციელა.
  • მესამე საფეხური – კომისიასთან გასაუბრებაა. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს.

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის დასრულებისას ჯამდება ხარისხობრივი და გასაუბრების ეტაპების საშუალო ქულები, რითაც  კონკურსის საბოლოო შედეგი ვლინდება. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის  კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისოსაგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გასაჯაროვდება.  2015-16 სასწავლო წლისთვის  115 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები