თბილისში ცეცხლოვანი ფრანების ღამე მოეწყობა

აქტუალური

4 ივლისს სტუდენტური საქველმოქმედო მოძრაობის, “სიკეთისფერი”, ინიციატივით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცეცხლოვანი ფრანების ღამე მოეწყობა. 

ღონისძიება საქველმოქმედოა და ის 3 წლის ლუკას დახმარებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს საშუალება ექნებათ 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლადაც შეაგროვონ თანხა და ფრანების გაშვებით სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

ადგილზე გაიყიდება სტანდარტული და გულის ფორმის საჰაერო ფარნები, 1 ცალის ღირებულება იქნება 4 ლარი. შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იქნება სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიცია, რათა მაქსიმალურად იყოს დაული ყველანაირი უსაფრთხოების ზომები. ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ ზუსტად შეასრულოს ფრანის გაშვების წესი.

შეკრება დაიწყება 19:00 საათზე, იპოდრომის ბოლოში გვირაბის მხარეს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები