ილიაუნის ორგანიზებით 10-21 აგვისტოს აბასთუმანში გაიმართება საზაფხულო სკოლა: ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლა ხორციელდება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებების ხელშეწყობა (2013-2015) – ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში: იოჰანეს ვაისი, არნდ პოლმანი, ნიკლაუს ლარგიერი, გეორგ ლომანი, შტეფან ციმერმანი, ერკოლე ერკულეი; აგრეთვე, საქართველოში მოღვაწე პროფესორები: მამუკა ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე და ანა ფირცხალაიშვილი.
საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს.
- სტუდენტები, რომლებიც შესარჩევ კონკურსს წარმატებულად გაივლიან, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 15 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე[email protected] გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „ადამიანის უფლებები, როგორც უნივერსალური ღირებულება(?)“.
საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), კასელის უნივერსიტეტი (გერმანია) და ბონის უნივერსიტეტი (გერმანია); ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს:
- ფოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung)
- საქართველოს პრეზიდენტის ფონდი