კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯომარის გურამ ყანდორელაშვილის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსტიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მუსიკალური ჯგუფი ,,ებანი”.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სტუდენტებმა ერთი კვირის განმავლობაში შეაგროვეს გარკვეული თანხა, რომლითაც შეიძინეს მაცივარი, ძაღლების სპეციალური საკვები და მედიკამენტები და გადასცეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს.
ძაღლების თავშესაფრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს.
,,უღრმესი მადლობა თითოეული იმ ადამიანს, რომელმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში.
მადლობთ, რომ არსებობთ, კეთილო ხალხო!” – აღნიშნულია თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე