როგორ წარმოვაჩინოთ თავი წარმატებულად – სხეულის ენის 10 წესი

ინფორმერი

თუ გსურთ, წარმატებული იყოთ, აუცილებელია კარგად იცნობდეთ სხეულის ენას. ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი მეტყველების უნარი. შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც კი, რადგან იგი გაუცნობიერებლად გადმოსცემს თქვენს ნამდვილ გრძნობებს მაშინ, როცა სიტყვებით შეიძლება ამის დაფარვას ცდილობდეთ.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ბევრი წარმატებული ადამიანი ბიზნესსა თუ უბრალოდ, პირად ცხოვრებაში არავერბალურ კომუნიკაციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ, გთავაზობთ სხეულის ენის 10 საიდუმლოს, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

1. გაიღიმეთ

ეს ყველაფრის საფუძველია. ღიმილი მყისიერი ნდობისა და სხვებისგან თანხმობის მოპოვების შესანიშნავი ინსტრუმენტია. თუმცა, მნიშვნელოვანია შესაბამისი დრო. შეუფერებელ სიტუაციაში ღიმილი ხშირად, დაუცველობისა და თავდაჯერებულობის არქონის მანიშნებელია.

2. ჩამოართვით ხელი ძლიერად

არაფერი არ გამოხატავს მორჩილებასა და დაქვემდებარებას ვინმესთან ურთიერთობაში ისე, როგორც სუსტი ხელის ჩამორთმევა. სუსტი ხელის ჩამორთმევა ადამიანის შინაგან სისუსტეზე მიანიშნებს, ასეთი ადამიანები კი ნაკლებად არიან წარმატებულნი. გასაუბრების დროს, ბიზნეს შეხვედრაზე თუ შესაძლო პარტნიორებთან შეხვედრისას ამის გათვალისწინება აუცილებელია. თუმცა, ზედმეტიც ნამდვილად არ უნდა მოგივიდეთ.

3. გამოიყენეთ „სახის სამკუთხედი“triangle
ადამიანებს უყვართ, როცა მათ ყურადღებით უსმენენ. ეს პატივისცემის, ინტერესისა და ნდობის ნიშანია. თვალებით მყარი კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ შეიძლება ზედმეტად ინტენსიური იყოს მუდამ თვალებში ყურება. გამოიყენეთ „სახის სამკუთხედის“ ცნება და ამოძრავეთ მზერა ორ თვალსა და ტუჩებს შორის. ამით ჩათვლიან, რომ ტუჩების მოძრაობითაც ცდილობთ მათი ნათქვამის „წაკითხვას“.

4. ნუ დაიწყებთ ხელის გულების დაზელას, საკუთარ სახეზე ან კისერზე ხშირად შეხებას
ყველამ იცის, რომ ყოველივე ეს ნერვიულობისა და სტრესის პირდაპირი ნიშანია. თუ თავად გეშინიათ, სხვები მით უფრო ვერ იქნებიან დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში.

5. „მერკელის ჟესტი“
ეს ანგელა მერკელის საყვარელი ჟესტია, ამიტომაც არის იგი მისი სახელით ცნობილი. ის სხვა პოლიტიკოსებისა და
angelaსაზოგადო მოღვაწეების ფავორიტიცაა, რადგან თვლიან, რომ იგი გვიჩვენებს რომ ამ ადამიანზე მნიშვნელოვანი მოვალეობების მინდობა შესაძლებელია.

6. ნუ მიიღებთ მიღებთ ისეთ გამომეტყველებას, თითქოს ყველაფერზე ეთანხმებით
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ისეთი გამომეტყველება, თითქოს, ყველაფერზე თავს უქნევთ, თუ შინაგანად აბსოლუტურად წინააღმდეგი ხართ. ნუ შეგეშინდებათ ეჭვის ან გაკვირვების გამოხატვა პირველ რიგში ვიზუალურად და შემდეგ, ვერბალურადაც.

7. მიიღეთ ენერგიული პოზა
დიახ, ეს რაღაცით სუპერგმირის პოზას ჰგავს, მაგრამ, მისი გამოყენება შესაბამის დროს საჭიროა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამით ადამიანები არა უბრალოდ აღგიქვამენ თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანად, არამედ ეს  თქვენც გაგრძნობინებთ თავს ასეთად.

8. ნუ აარიდებთ მზერას მას, ვისაც ელაპარაკებით
ეს ბევრი რამის აღმნიშვნელი შეიძლება იყოს და ყველა მათგანი უარყოფითია: შიში, ნერვიულობა, უნდობლობა, იგნორირება ან ზიზღი. წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ, ურთიერთობაში მათი იგნორირება კარგს არაფერს მოგიტანთ.

9. იდექით გამართულადdownload (1)
მოხრილი და მხრებჩამოშვებული დგომა არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთლობისათვის არის საზიანო, არამედ იგი დიდ წილად თქვენდამი შეხედულებასა და პატივისცემაზეც მოქმედებს. რთულია, აღგიქვან თანაბარ პიროვნებად, როცა თქვენი შუბლი მუდმივად იატაკს შესცქერის. გამართული დგომით თქვენს სიმაღლეს რამდენიმე სანტიმეტრს, შემოსავალს კი – შესაძლოა, რამდენიმე ნულსაც კი შეჰმატებთ.

10. ნუ გადააჭარბებთ ჟესტების გამოყენებისას
რთულია, სერიოზულად აღიქვათ ადამიანი, რომელიც გადაჭარბებული ენთუზიაზმით ცდილობს ყველა შესაძლო ჟესტის გამოყენებას, რათა გარკვეული დადებითი წარმოდგენა შექმნას ირგვლივ მყოფებზე. როგორც წესი, ეს საპირისპირო შედეგს იძლევა. თავშეკავებულობა სირცხვილი არ არის, პირიქით, ეს სიმწიფისა და იდუმალების მომნიჭებელიც კია. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ პატივისცემის მოპოვებისათვის არ უნდა იყვნენ მშფოთვარენი და ზემდეტად აქტიურნი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები