სტუ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში 2 000 ლარს გადარიცხავს

აქტუალური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 2 000 ლარს გადარიცხავს, რომელიც უნივერსიტეტმა ,,სტუდენტური დღეები 2015”-ში გამარჯვების შედეგად მიიღო. ამის შესახებ უნივერსიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც ,,სტუდენტური ამბები” უცვლელად გთავაზობთ:

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 14 ივნისის დილიდანვე მოხდა სტუდენტური რაზმების მობილიზება და სტუ-ს სტუდენტები რამოდენიმე დღეა აქტიურად არიან ჩართული და შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოსახლეობას და მონაწილოება მიიღონ დედაქალაქის გაწმენდით სამუშაოებში.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად ქ. თბილისის მერიის შესაბამის ფონდში გადაირიცხება 2 000 ლარი რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა „სტუდენტური დღეები 2015“-ში გამარჯვებისათვის.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის თითოეულ სტუდენტს ვინც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში თუ ქალაქის დასუფთავების აქციაში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები