ISET-ში ივლიტასა და მარიამის სახელობის სასტიპენდიო ფონდი დაარსდება

აქტუალური

თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელიასა და ივლიტა ჯიბუტის ფონდი შეიქმნა, რომელში შემოსული თანხის ნაწილიც გადაეცემა დაღუპულთა ოჯახებს, ნაწილით კი  უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტებისთვის ივლიტა ჯიბუტისა და მარიამ ქუთელიას სახელობის სტიპენდია დაარსდება. 

როგორც ცნობილია ივლიტა და მარიამი ISET-ის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ და ორივე მათგანი განსაკუთრებული სიბეჯითით გამოირჩეოდა.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,ივლიტასა და მარიამის გარდაცვალება ჩვენთვის უაღრესად დიდი დანაკარგია. ეს არის ტრაგედია, რომელიც ყველას შეგვეხო.

ამ უმძიმეს წუთებში უფრო მეტად ვგრძნობთ მარიამისა და ივლიტას ოჯახების მხარდაჭერის აუცილებლობას. ამ მიზნით შევქმენით ფონდი და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი ჩვენთვის ძვირფასია. შეგროვილი თანხის ნაწილი გადაეცემა ივლიტასა და მარიამის ოჯახებს, მეორე ნაწილით კი დაარსდება გოგონების სახელობის სასტიპენდიო ფონდი ISET-ის მომავალი სტუდენტებისთვის,” – აღნიშნულია ISET-ის ოფიციალურ გვერდზე.

უნივერსიტეტის ცნობით, თანხის ჩარიცხვისთვის უნდა გამოიყენოთ ამ ბმულზე მითითებული ერთ-ერთი ფორმა. http://bit.ly/donate2support

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები