საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის დიპლომატიაში

გაცვლითი პროგრამები

გაეროს ახალგაზრდული ასოციაცია რუმინეთში, იწვევს სტუდენტებს დიპლომატიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა საფეხურის სტუდენტებს. სკოლა გაიმართება 20-26 ივლისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საზაფხულო სკოლის თემა იქნება ,,უკრაინა ჰედლაინების მიღმა”. პროგრამა მოიცავს აღნიშნულ თემაზე დებატებს, ვორქშოპებსა და ლექციებს.

სამუშაო ენა – ინგლისური

მონაწილეობა შეიძლიათ ბაკალვრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომლებიც არიან 18-30 წლის.

რაც შეეხება საფასურს, პროგრამაში მონაწილეობის ღირებულებაა 150 ევრო, რომელიც მოიცავს საცხოვრებელს, ლანჩს კონფერენციის ფარგლებში, საკონფერენციო მასალებსა და სერტიფიკატს.

თუმცა თუ მონაწილე დამოუკიდებლად მოიძიებს საცხოვრებელს ამ შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება იქნება 100 ევრო.

რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია და თქვენს CV-თან ერთად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: summerschool@unyouth.ro

განაცხადების გაგზავნის დედლაინი 30 ივნისი, 2015 წელი.

დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები