საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის “სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში” ფარგლებში არაანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სტაჟირების ძირითადი მიმართულებებია:
- პროექტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობით;
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების გაანალიზებაში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობით;
- სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგების გაანალიზებასა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით და სისხლის სამართლის ანალიტიკოსის ხელმძღვანელობით;
- პროექტის კოორდინატორთან და სისხლის სამართლის ანალიტიკოსთან კოორდინირებით სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებაზე მუშაობა;
- პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების საკითხებზე საერთაშორისო აქტების, რეკომენდაციების და ანგარიშების ტექსტებთან მუშაობა;
- სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებზე მუშაობა პროექტის კოორდინატორთან და სისხლის სამართლის ანალიტიკოსთან შეთანხმებით;
- პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
- უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც დაინტერესებულია სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობით;
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება ანალიტიკური აზროვნების, წერის უნარის და მაღალი მოტივაციის მქონე კონკურსანტს.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი;
- იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 15 ივნისი, 18:00 საათი.
საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]