საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური საშეღავათო სისტემა „ინდივიდუალური გრაფიკით“, რომელიც სემესტრის ბოლოს სტუდენტს გაცდენილი საათების ანაზღაურების საშუალებას აძლევს, სარგებლობის სურვილი 2000-მდე სტუდენტმა გამოთქვა, თუმცა, მათგან რამდენი ისარგებლებს, ამას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საბუთების გაცნობისა და გადახედვის შემდეგ გადაწყვეტს.
როგორც Aris.ge-განათლებას სტუ-ში განუცხადეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება აკადემიური საბჭოს სხდომა და რამდენია „ინდივიდუალური გრაფიკით“ მოსარგებლე სტუდენტებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური ოდენობა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
„გრაფიკით“ სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა წარადგინოს სამსახურისა და ხელფასის შესახებ ცნობა, დაწეროს განცხადება, რის შემდეგაც მას ელექტრონულ ჟურნალში სპეციალური გრაფა გაეხსნება. სტუდენტი ლექტორთან შეთანხმებით, აბარებს დამატებით ერთ გამოცდას, მისთვის სასურველ დროს და ამ გამოცდაზე უმაღლესი ქულა, სწორედ სემესტრის განმავლობაში სემინარებზე მოსაპოვებელი ჯამური მაქსიმალური ქულით განისაზღვრება.
განცხადებების მიღება ფაკულტეტების დეკანატებში 15 მაისამდე მიმდინარეობდა.
როგორც Aris.e-განათლებას ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ განუცხადა, მის ფაკულტეტზე „ინდივიდუალური გრაფიკით“ სარგებლობის სურვილი 615-მა სტუდენტმა გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ რამდენისთვის ჩაირთვება ეს საშეღავათო სისტემა, ამას აკადემიური საბჭო რამდენიმე დღეში გადაწყვეტს.
გრაფიკით სარგებლობის უფლება იმ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც მუშაობენ ან ვარჯიშობენ და ქვეყნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსებას იცავენ. ეწევიან სახელოვნებო საქმიანობას და ჰყავთ ორ წლამდე ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სემესტრში „ინდივიდუალური გრაფიკით“ 2 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა.
სამსახური და სწავლა – რა შეღავათები არსებობს დასაქმებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში
ქეთი არის© გიგოლაშვილი