საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის ჩეხეთში 

გაცვლითი პროგრამები

ახალგაზრდული ორგანიზაცია CEVRO იწვევს სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილოების მისაღებათმ რომელიც გაიმართება 13-18 ივლისს პრაღასა და ჩესკი-კრუმლოვში.

საზაფხულო სკოლის თემა იქნება: ლიბერალიზმი ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე აღნიშნული თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

რაც შეეხება ღირებულებას, პროგრამაში მონაწილეობის, შიდა გადაადგილების და ჩესკი-კრუმლობში ორი ღამის ღირებულება შეადგენს 100 ევროს, პრაღაში კი საცხოვრებელი მონაწილემ თავად უნდა მოიძიოს. თუმცა როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლის მოძიებაშიც დაეხმარებიან.

საზაფხულო სკოლის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ გადადით ბმულზეან დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელფოსტაზე: michaela@startour.cz

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები