საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის ლატვიაში

გაცვლითი პროგრამები

24–30 აგვისტოს ლატვიაში ტარდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის, რომელიც  უმასპინძლებს  მონაწილეებს: უკრაინიდან (30ს ტუდენტი), ლატვიიდან  (15 სტუდენტი), პოლონეთიდან  (15სტუდენტი), ლიტვიდან (10 სტუდენტი),  ესტონეთიდან (10 სტუდენტი), საქართველოდან (5 სტუდენტი) და მოლდოვადან (5 სტუდენტი).

მგზავრობისა  და განთავსების ხარჯებს უზრუნველყოფს ორგანიზატორი მხარე.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება დებატები საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელშიც სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ  ექსპერტები, დიპლომატები,  სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბალტიის და შავი ზღვის ქვეყნებიდან.

პროექტში მონაწლეობის მსურვილებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ივნისი.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ევიტა გაიდეს პროექტის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: evita.gaide@bbsa.lv

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები