ავტორი: ანა ხუციშვილი
კონფერენციები… სამაგისტროები… სადოქტოროები… სტუდენტებისთვის, ვისთვისაც სამეცნიერო სასწავლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, გამარტივდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდები, რაშიც, დამსახურებული წვლილი ინტერნეტ კვლევებს მიუძღვის. დღეს, შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარო სხვადასხვა სახის კვლევა და მიზნობრივი აუდიტორიაც სურვილის მიხედვით შეარჩიო. თუმცა, არც ისე ბევრმა სტუდენტმა იცის, ელექტრონულად, როგორ მიიღოს სასურველი პასუხები სასურველ კითხვებზე. ამიტომაც, ვეცდები, გასწავლოთ ერთ-ერთი ხერხი, – Google დოკუმენტის შექმნით.
Google-ის დოკუმენტი ტექსტურ, საპრეზენტაციო დოკუმენტებთან და ცხრილებთან ერთად, მოიცავს ინტერნეტ გამოკითხვების ფორმას. იმისათვის, რომ Google დოკუმენტის გამოყენებით შექმნათ თქვენთვის სასურველი კითხვარის ფორმა, აუცილებელია, გქონდეთ ელექტრონული ფოსტა – Gmail. თქვენი პირადი ელ-ფოსტიდან, ავტომატურად, შეძლებთ გადახვიდეთ Google Drive-ზე და შექმნათ თქვენთვის სასურველი Google-ის დოკუმენტი.
მივყვეთ ეტაპობრივად:
- თავდაპირველად, ხსნით თქვენს პირად ელ-ფოსტას.
- ქვემოთ მოცემული სურათის მიხედვით, აწკაპუნებთ ზედა მარჯვენა კუთხეში და ირჩევთ Drive-ს:
- ან, Google-ის საძიებო სისტემაში წერთ ამ მისამართს: https://drive.google.com.
- მას შემდეგ, რაც შეხვალთ Google Drive-ის გვერდზე, მარცხენა მხარეს აწკაპუნებთ ბრძანება New-ს, შემდეგ – more-ს და ირჩევთ დოკუმენტის სასურველ ტიპს: Google Forms -კითხვარის ფორმა და იწყებთ სასურველი კითხვარის მოდელირებას:
ჩამოწერთ კითხვებს, რომლებზეც გსურთ რომ გიპასუხონ. შეგიძლიათ, დაამატოთ კითხვების სასურველი რაოდენობა, ამისათვის დააჭირეთ Add item-ს და აირჩიეთ კითხვის სასურველი ტიპი. თქვენ ასევე შეძლებთ ნებისმიერ დროს შეცვალოთ კითხვის ტიპი Question type-ის მენიუდან, მაგალითად:
Text – გამოკითხულები გიპასუხებენ მოკლე ტექსტის სახით, Paragraph text – შესაძლებელი იქნება ვრცელი პასუხის გაცემა, Multiple choice – თქვენი რესპოდენტები რამდენიმე ვარიანტიდან აირჩევენ ერთს. Checkboxes -რესპოდენტებს შეეძლებათ აირჩიონ რამდენიმე პასუხი და ა.შ. კითხვის რედაქტირებისათვის დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე – . გასამეორებლად – . წასაშლელად – . შეგიძლიათ, თქვენს კითხვარს მისცეთ სხვადასხვა სახე. ამისათვის დააწკაპუნეთ Change theme-ს და აირჩიეთ სასურველი გაფორმება.თქვენს მიერ გაკეთებული ყოველი ცვლილება ავტომატურად ინახება Google Drive-ში, სადაც კითხვარის დოკუმენტის მონიშვნისას მარჯვენა ზედა კუთხეში ჩნდება დამატებითი მენიუ, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ სხვებს თქვენი დოკუმენტი და ჩაატაროთ ინტერნეტ გამოკითხვა.
- გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგნაირად: გახსენით Google Drive-ში დოკუმენტის სახით შენახული თქვენი კითხვარის ფორმა და ჰორიზონტალური მენიუდან ამოირჩიეთ View responses.
ინტერნეტ კვლევებთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ სტუდენტებს,რომელთაც ჩანატარები აქვთ მსგავსი კვლევები ( გამოკითხვები) და გთავაზობთ მათ შეხედულებებს აღნიშნული საკითხის შესახებ:
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ლიკა ზაალიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც ხშირად ატარებს ინტერნეტ გამოკითხვებს კვლევისთვის. კითხვაზე, – რა არის დადებითი და რა უარყოფითი მხარე მსგავსი გამოკითხვის ჩატარებისას, ლიკა გვპასუხობს:
დადებითი ისაა, რომ დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. შემიძლია დიდი რაოდენობით ადამიანს ერთდროულად მივაწვდინო კითხვარი, სხვადასხვა ინტერნეტ ჯგუფებში ავტვირთო. ასევე, ინტერნეტ გამოკითხვის დროს რესპონდენტები უფრო გულწრფელად პასუხობენ კითხვებს, უფრო უადვილდებათ სიმართლის თქმა. კიდევ ერთი, შედეგების დამუშავება მიადვილდება, რადგან პირდაპირ შემიძლია მონაცემები სპსს პროგრამაში დავაკოპირო, დამატებითი ენერგიის ხარჯვის გარეშე.რაც შეეხება უარყოფითს, მხოლოდ ახალგაზრდების გამოკითხვისთვის თუ გამოდგება, ანუ სხვა ასაკობრივ ჯგუფებს ვერ გამოვიკითხავ, რადგან ნაკლებად მოიხმარენ ინტერნეტს. ასევე, ვერ გამოვიკითხავ სოფლების მოსახლეობას, ისევ ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობის გამო. კიდევ ერთი, ვერ ვაკონტროლებ ვინ ავსებს ჩემს კითხვარს, ის ვინც შერჩევის მიხედვით მჭირდება თუ ვინმე სხვა.
ანა აბულაძე და მარიამ აბელიანიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
– ანა, როგორ ფიქრობთ რა უპირატესობა აქვს ინტერნეტ გამოკითხვას საზოგადოების აზრის კვლევისთვის?
– პირველ რიგში, ძალიან სწრაფი და იაფი საშუალებაა, დიდი პოპულაციის გამოკითხვის შესაძლებლობას გაძლევს,მარტივად იკვლევ სპეციალიზებულ ჯგუფებს, მაგალითად, სტუდენტებს, ატვირთავ შესაბამის ფბ ჯგუფებში და ბავშვებიც ავსებენ, პასუხებიც არ არის გამოტოვებული, და არც ეზარებათ.
– თუ გქონიათ რაიმე სირთულე, ან პრობლემა ინტერნეტ გამოკითხვისას?
– კი, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ კითხვებს, მაგალითად: ,,რანჟირების მიხედვით დააწყვეთ რაიმე საგნები’’ და ეშლებათ ხოლმე. ასევე, შეიძლება იმან შეავსოს ვისზეც არ არის გათვლილი კითხვარი, ანუ შერჩევის ცდომილება.
მარიამმაც აღნიშნა, რომ ინტერნეტ გამოკითხვის გამოყენება მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა საზოგადოების აზრის კვლევისას:
“ბევრად მარტივია ინტერნეტ კვლევის ჩატარება. დრო, გაცილებით ნაკლები სჭირდება და რაც მთავარია, ფინანსების გარეშე. კიდევ, სპსს-ში მონაცემები ხელით აღარ შეგვყავს და აღარ ვწვალობთ”. მარიამიც აღნიშნავს, რომ ინტერნეტ გამოკითხვისას, გამოსაკითხთა შერჩევასთან დაკავშირებით, შეიძლება, სირთულეებს წააწყდე:
– ვერ ვაკონტროლებთ, რეალურად,რამდენად შესაბამისი რესპოდენტი გვივსებს კითხვარს.
– მარიამ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ფართო ნაწილისათვის ცნობილია რომ შეუძლიათ გამოკითხვა ჩაატარონ ინტერნეტით?
– ვინც სოციოლოგია და ვისაც შეხება აქვს კვლევებთან იცის და დანარჩენებმა უფრო ნაკლებად.
კითხვაზე, თუ რამდენად სანდო შეიძლება იყოს საქართველოში ასეთი გამოკითხვა მარიამმა გვიპასუხა, რომ თუ შერჩევა ზედმიწევნით იქნება გათვილილი და მკაცრად გაკონტროლდება რესპოდენტების შესაბამისობა ინტერნეტ გამოკითხვა იქნება სანდო.
თუკი, თქვენც ხშირად გჭირდებათ საზოგადოების აზრის კვლევა და დღემდე არ იცოდით როგორ ჩაგეტარებინათ ინტერნეტ გამოკითხვა, მიყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციას, – დაზოგეთ დრო და ფინანსები.