აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს სტაჟირებაზე სტუდენტებისთვის. სტაჟირება ცხადდება 4 სამუშაო პოზიციაზე და მისი აუცილებელი მოთხოვნა არის იყოთ ბაკალავრიატის სტუდენტი.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.
პროგრამა გულისხმობს ნახევარ განაკვეთიან სამუშაო გრაფიკს, რომელიც კვირაში შეადგენს 30 სამუშაო საათს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ შემდეგი მოთხოვნები:
- მონაწილემ CV-ის თავში აუცილებლად უნდა მიუთითოს პოზიციის დასახელება;
- უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
- თავისუფლად (Level 4) შეეძლოს მეტყველება/წერა/კითხვა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- კარგად (level 4) შეეძლოს მეტყველება/წერა/კითხვა რუსულ ენაზე (ეხებათ სამოგზაურო სექციაში სტაჟირების მსურველებს);
- უნდა შეეძლოს საოფისე საქმიანობის ორგანიზება, კორესპონდენციის წარმოება, იყოს კონტაქტური;
- Ms EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა 4 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.