სტუდენტის დღე ბაზრიდან უნივერსიტეტამდე

აქტუალური

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი


,,დაღლილობა გვერდზე უნდა გადავდო და ახალი ძალები მოვიკრიბო…’’

                                            ,,მჯერა, რომ მიზანს, აუცილებლად, მივაღწევ…’’

IMG_2581 (2)მისთვის, დღე დილის 7 საათზე იწყება. პირველი გაჩერება – გლდანის ბაზარია. სახლიდან, სულ რაღაც, 5 წუთის სავალზე. თავისი ხილ-ბოსტნის მაღაზიისთვის პროდუქტი უნდა იყიდოს. 20 წუთის შემდეგ კარტოფილის ტომრებსა და კიტრის თუ პამიდვრის ყუთებს მანქანაში აწყობს, თუ გაუმართლა და ადგილი ბაზრის შესასვლელთან შეხვდა ხომ კარგი, თუ არა და, სხვა რა ზგა აქვს… შემდეგი ტაპი ,,ნავაჭრის’’ დანიშნულების ადგილას მიტანა და მისი დალაგებაა. 9 საათზე გამყიდველიც მოდის. მაღაზიას მას გადააბარებს და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადება.

უკვე, ერთი კვირაა, მისი  დღე დიდ დიღომში გრძელდება. მეგობართან ერთად სურსათის მაღაზიას ხსნის, საქმე საკმაოდ ბევრია…

ეს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტის, გიორგი დევდარიანის ერთი  ჩვეულებრივი დღეა. სწავლის პარალელურად საკუთარი ბიზნესი აქვს და პირველი კურსიდან ცდილობს, საარსებო მინიმუმი დამოუკიდებლად იშოვოს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ჯერ შ.პ.ს ,,ომეგა2-ში’’ მუშაობდა დაცვის თანამშრომლად, შემდეგ, ამავე კომპანიაში, ფანჯრების მწმენდავად, ბოლოს  ,,Montag Georgia-ში’’ უმცროსი ელ. ინჟინერის პოზიციაზე, თუმცა  სამსახურის გამო ლექციების გაცდენა ხშირად უწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა და სახლის წინ პატარა ფართი იქირავა, ხილ-ბოსტნის მაღაზია გახსნა, რომელსაც ყოველ დღე ამარაგებს. ,,ჩემთვის სწვალა ძლაიან მნიშვნელოვანია. მირჩევნია, მქოდეს 300 ლარი ხელფასი და სწავლისათვის საკმარისი დრო, ვიდრე 1000 ლარი და სამომავლოდ, საქმის არ ცოდნის გამო, პროფესიულად ვერ განვვითარდე’’, – ამბობს გიორგი.

IMG_2724ამჟამად ბევრ პროექტშია ჩართული, თუმცა ძირითადად სათამაშოზე მუშაობს, რომლის მიზანიც ბავშვების ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება და  განვითარებაა. სამომავლოდ სათამაშოს დაპატენტებას და გაყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, გიორგი ხშირად მონაწილეობს სხავდასხვა საგანმანათლებლო გამოფენაში, აგარული უნივერსიტეტის სახელით. 30 ივლისს კი, საკუთარ სათამშოსთან ერთად, ქ. რუსთავში გამოფენაზე აპირებს წასვლას.

– ,,ამჟამად ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, დამღლელიც, მაგრამ მიზნის მისაღწევად ამ ეტაპზე ასეა საჭირო. საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს, შესაბამისად, დაღლილობა გვერდზე უნდა გადავდო და ახალი ძალები მოვიკრიფო’’, – ამბობს გიორგი.

ცოტა ხნის წინ, სწავლისა და ბიზნესის პარალელურად, ტაქსის მძღოლის ,,პროფესიასაც ეუფელებოდა’’ და  საღაამოობით ხშირად პრაქტიკას გადიოდა, თუმცა, ახლა ახალი სუპერმარკეტის საქმეებითაა დაკავებული და ამისთვის ვერ იცლის. დრო არც მეგობრებთან შესახვედრად რჩება, თუმცა იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და მისი ოცნებებიც ასრულდება:

,,ახლო მომავალში სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე ქართულ კომპანიაში ინჟინრად, გამოცდილების დასგროვებლად. შემდეგ კი მსურს, მქონდეს საკუთარი ფირმა, რომელიც საინჟინრო ბიზნესით იქნება დაკავებული და შეასრულებს ინოვაციურ პროექტებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მჯერა, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევ’’.

1

2

3

4

5

6

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები