საბაკალავრო პროგრამები სრული დაფინანსებით მაკედონიაში

გაცვლითი პროგრამები

მაკედონიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს საბაკალავრო პროგრამებზე 2015 – 2016 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიების პროგრამა გულისხმობს სწავლას ინფორმაციული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (University of Information Science and Technology “St. Paul The Apostle”), ქალაქ ოჰრიდში. სტიპენდიების მოპოვების საშუალება აქვთ ახალგაზრდებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

მიღება მიმდინარეობს შემდეგ ფაკულტეტებზე:

  1. საკომუნიკაციო ქსელების და უსაფრთხოების ფაკულტეტი
  2. კომპიუტერული ინჟინერიისა და მეცნიერების ფაკულტეტი
  3. ინფორმაციული სისტემების, მულტიმედიის, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის ფაკულტეტი
  4. საკომუნიკაციო მეცნიერებების ფაკულტეტი
  5. ციფრული ბიზნესინფორმატიკის შემსწავლელი პროგრამა
  6. IT და რობოტიკის ფაკულტეტი
  7. სასწავლო პროგრამა: E-Government, E-Business and E-Culture.

ლექტორები მოწვეული იქნებიან მთელი მსოფლიოდან, მათ შორის შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სმ. აფრიკა.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სწავლების ენა ინგლისური

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს არაუმეტეს 22 წლისა.

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • სწავლის სრულ დაფინანსებას;
  • სავიზო და ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი;
  • მგზავრობა;
  • ცხოვრება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში და კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ყოველთვიური სტიპენდია 82 ევროს ოდენობით (5000 MKD).

პროგრმაზე აპლიკაციის დედლაინია 2015 წლის 31 ივლისი

აპლიკაციის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები