გორის უნივერსიტეტში “fashion” თვითმართველობა გარდაიცვალა

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


სტატიას გამოკითხვით დავიწყებ, რომელიც გორის უნივერსიტეტში ჩავატარეთ.

– „რთული კითხვაა…“

– „თვითმმართველობას რას უწოდებთ? მე მარტო პირველ კურსზე ვიცოდი რა იყო და ისიც დროგამოშვებით… საერთოდ რამე ხდება მანდ?”

– „რამდენმა იცით, ვინ არის თვითმმართველობის წევრი? გინახავთ? იცნობთ? მე, მაგალითად, არავის ვიცნობ… ვინ არიან, რა არის მათი მოვალეობა?! მე, როგორც ვიცი, სტუდენტებისთვის კოორდინატორები უნდა იყვნენ… და არა მარტო პირველკურსელებისთვის…“ – ჩვენ მიერ დასმულ  კითხვაზე – “რას მეტყვით გსუ-ს თვითმმართველობაზე”, სწორედ, ამ შინაარსის კომენტარები მოჰყვა უნივერსიტეტში.

ახლა, სტატიას ჩემი შეხედულებით გავაგრძელებ…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემი მეგობრები, რომლებიც უკვე სტუდენტები იყვნენ მიყვებოდნენ თუ რა კარგია სტუდენტური ცხოვრება. თითოეული სიტყვის მოსმენისას ერთი სული მქონდა გავმხდარიყავი სტუდენტი და მეგემა სხვების მოყოლილი.

ახლა, როცა ამას ვწერ უკვე სტუდენტი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვერ ვიგემე სხვების მოყოლილი სტუდენტური ცხოვრება… ახლა ვფიქრობ ითქმის კი ჩემზე სტუდენტი? – მემგონი არა…. ამის თქმის საფუძველს კი ჩვენს უნივერსიტეტში არსებული არაოფიციალური ,,თვითმმართველობა მაძლევს. ნუ, როგორც სტუდენტები ამბობენ შეიძლება ასეც ვუწოდოთ ,,fashion’’ თვითმმართველობა.

უნივერსიტეტში დაახლოებით ერთი წელია, რაც ვსწავლობ და მათი გაკეთებული არაფერი მინახავს, არადა, როგორც მე ვიცი ზოგადად თვითმმართველობის მთავარი მიზანია: – ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებების დაცვას, ჩაატაროს  ღონისძიებები, შეიმუშავოს წინადადებები და საშუალება მისცეს სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და პერსპექტივებს  და კიდევ უამრავი.

ანი ხოდელი გორის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც არც კი იცის დღეს რას საქმიანობს უნივერსიტეტის თვითთმართველობა:

,,უკვე ერთი წელია არ მქონია შეხება, შარშან სადღაც წავედით ექსკურსიაზე და ჩხუბი მოხდა, მე რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს ისაა, რომ საძმაკაცო ფრთაა შექმნილი, ხშირ შემთხვევაში ძმაკაცები, რომლებიც საერთოდ არ არიან სტუდენტები და ისინი მიდიან ჩვენი ბავშვების მაგივრად’’, – ამბობს ანა.

ალბათ, დამეთანხმებით, სტუდენტური თვითმმართველობების მიზანია სხვადასხვა სპორტული თუ აკადემიური აქტივობების ორგანიზება უნივერსიტეტებში, ასევე სტუდენტების უფლებების დაცვა. მათ აქვთ წესდებით განსაზღვრული კომპეტენციები და უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ყოველწლიური ბიუჯეტი (რაოდენობა სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებულია).

ამ განხილვის შემდეგ რთულია გაჩნდეს კითხვა თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, თუმცა უნივერსიტეტებში თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, როგორც მონოპოლიურ ორგანო, რომელიც არსებობს უნივერსიტეტის მიერ მიცემულ ფულის ხარჯზე – ანუ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილი ფულით.

სტუდენტ X-ს არ სურს, მისი ფული მიდიოდეს თვითმმართველობის სუბსიდირებაში!
სტუდენტ X-ს არ სურს, სხვამ გაუკეთოს საქმე და ურჩევნია თვითონ მოიფიქროს მისთვის სასურველი აქტივობა!
სტუდენტ X-ს სურს კონკურენცია!

მოკლედ რომ ვთქვათ, სტრუქტურა არაეფექტურია, ხარჯების ერთი ცენტრი მავნებლური და მიზნობრივი ხარჯი – გაურკვეველი.

ტურიზმის მეორე კურსის სტუდენტი კი გვეუბნება, რომ  „ამას თუ თვითთმართველობა ჰქვია მაშინ ნამდვილი თვითთმართველობა რაღაა? ეს უფრო კლანური მართველობაა, არის ერთი, მერე მიდის და მოდის მისი მოადგილე, წლებია ასე გრძელდება. ეს უფრო sashin თვითმართველობაა, რომელიც გარდაიცვალა’’ 

რაც შეეხება უნივერსიტეტის თვითმართველობის პრეზიდენტისთვის ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, – თუ რატომ არაა აქტიური თვითმართველობა შემდეგი პასუხი მივიღეთ: – ,,და, რატო არაა აქტიური, ეგ შენ მითხარი?”- ამბობს თვითმართველობის პრეზიდენტი.

ამ პასუხიდან გამომდინარე ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თვითმართველობა არც თუ ობიექტურია და ყველაფერი “ზემოდან” წყდება…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები