ავტორი: ნათია დაშნიანი
სტუდენტებისთვის მთელი სასწავლო წელი, მეტ-ნაკლებად, დამღლელი და თავგადასავლებს მოკლებულია. ყოველდღიური სწავლის რუტინა, ერთი და იგივე სახეები, გამოცდებისთვის მზადება, – სტუდენტთა განუყოფელი ნაწილია. თუმცა, არსებობს სტუდენტების ის კატეგორია, რომელიც მხოლოდ სასწავლო რეჟიმით არ ცხოვრებს. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან კლუბ Walkers-ის დამაარსებლები, რომელთა მიზანია, მეტ ახალგაზრდასა და სტუდენტს აჩვენოს და შეაყვაროს საქართველო.
რა თქმა უნდა, ადამიანთა უმრავლესობისთვის სიტყვა ,,ლაშქრობა’’ უკვე გაგონებისთანავე ნიშნავს უდიდეს სიამოვნებას, მაგრამ თუ ის კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული არ არის უამრავ პრობლემასა და უსიამოვნებას წარმოშობს. ამიტომ აუციელბელია ლაშქრობა კარგად იყოს დაგეგმილი და გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა ნიუანსი.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
Walkers-ი _ ფეხით მოსიარულენი (მოხეტიაელეები), ასე ითარგმნება იმ კლუბის სახელი, რომლის დაარსების იდეა 2013 წელ ხევსურეთში, მეგობრული ლაშქრობის დროს, გაუჩნდათ სტუდენტებს – კოტე ზურაშვილსა, ნიკა ფირცხალაიშვილსა და ბექა რეხვიაშვილს. კოტე თსუ-ის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი და ამავდროულად, პროფესიონალი ფოტოგრაფია; ნიკა და ბექა კი, თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე სწავლობენ.
,,გაგვიჩნდა იდეა, თუ როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით ჩვენს იმ მეგობრებს, რომელთაც არ ჰქონდათ სალაშქრო აღჭურვილობა, მაგრამ ჰქონდათ სურვილი, ჩვენსავით ენახათ საქართველოს ლამაზი კუთხეები. ამის შემდეგ დავიწყეთ კლუბის ჩამოყალიბება, – მოვიფიქრეთ კრეატიული სახელი, შევქმენით შესაბამისი ლოგო, დავიმატეთ გუნდის 2 წევრი, ალექსანდრე კორძაძე, თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტიდან და გიორგი ზედგენიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მოვიძიეთ ფინანსები, რომლითაც კლუბი აღვჭურვეთ სრული, უახლესი, მაღალი ხარისხის სალაშქრო ინვენტარით და შევუდექით საქმეს’’, – ასე აღწერს ნიკა ფირცხალაიშვილი კლუბის ჩამოყალიბების ეტაპებს.
2014 წლიდან, მოლაშქრეთა კლუბმა, ოფიციალურად დაიწყო ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა- განხორციელება. ყოველი ლაშქრობის საორგანიზაციო საქმეს გუნდის თოთოეული წევრი თანამბრად ინაწილებს, რაც, მათი თქმით, უზრუნველყოფს ეფექტურ და ხარიასხიან შედეგს.
საქართველოში, დღეს, უამრავი ლაშქრობა და ტური იგეგმება, რაც Walkers-ისთვის კონკურენტულ გარემოს ქმნის, თუმცა, კითხვაზე რა არის მოლაშქრე სტუდენტების კლუბის უპირატესობა, ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა რეხვიაშვილი ასე გვპასუხობს: – ,,ვცდილობთ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ყველასათვის ხელმისაწდომი ტურები შევთავაზოთ მომხმარებელს, თან ამავდროულად, დაბალი ფასებითა და განსხვავებული მომსახურების მაღალი ხარისხით, პლუს საუკეთსო ინვენტარით’’.
გარდა იმ პირობებისა, რაც, ბექამ ჩამოთვალა, ლაშქრობამოყვარული სტუდენტი, თამუნა ლიპარტელიანი Walkers-ს ასე ახასიათებს:
“დღეს, ყველაზე მოწესრიგებული გაერთიანებაა მოგზაურ ჯგუფებს შორის. დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ, საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ისინი წინასწარ არიან რამდენჯერმე ნამყოფები იმ ადგილებში, სადაც მივყავართ და ჩვენც ვენდობით. ამას გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეუძლიათ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები შეკრან. ვინც მათთან ერთად ერთხელ მაინც წავა, მუდმივ მგზავრად გადაიქცევა. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ’’, – აღნიშნა თამუნამ.
Walkers-ის სლოგანია – ,,აღმოაჩინე სხვა საქართველო’’. მათ, უკვე, საქართველოს ყველა კუთხე აითვისეს. თითოეული ლაშქრობისას საშუალოდ 20-იდან 40-მდე მსურველი ჰყავთ. ძირითადად, 30 წლამდე ახლაგაზრდები, თუმცა, ხშირად, უფროსი ასაკის ადამაინები და უცხოელი ტურისტებიც სარგებლობენ მათი მომსახურებით. მომსახურებაში, – ტრანსპორტირება, გამყოლი, კვება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ფოტო-ვიდეო გადაღება და სრული სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი ანუ ე.წ. „პარალონი“ და ა.შ.) შედის.
,,Walkers-თან ერთად სულ სამჯერ ვიყავი ტურზე და ,,პირველივე დანახვიდან შემიყვარდნენ’’. მიუხედავად იმისა, რომ იმ ობიექტებზე, რომლებიც მოვიარეთ ყველგან ვიყავი ნამყოფი, მათთან ერთად ერთი-ორად უფრო საინტერესოდ მომეჩვენა. ვფიქრობ, რომ კარგი გუნდია, შეკრული, მობილიზებული, პოზიტიური, ორიგინალური და, რაც მთავარია, იცინ თავიანთი საქმე და ყველაფერს სიამოვნებით აკეთებენ’’, – გვითხრა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველკურსელმა თეონა მამაგეიშვილმა.
რაც შეეხება ტურების ინტენსივობას, გასლები ყოველ უქმეებზე აქვთ. ასევე, კორპორატიული ან კერძო შეკვეთბის შემთხვევაში ლაშქრობას გეგმავენ კვირის სხვა დღეებშიც. ორგანიზატორების თქმით, ყოველი ტურის შემდეგ მონაწილეებს თხოვენ შეაფასონ ტური:
,,მონაწილეთა შეფასებაზე დაყრდნობით ვაკეთბთ ანალიზს და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად, ყველას აზრი და მოთხოვნა გავითვალისწინოთ ჩვენი კლუბის პროგრესირებისთვის’’, – ამბობს კლუბის ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე კორძაძე.
,,თითქმის, ყოველ ტურზე მათთან ერთად დავდივარ და ყოველთვის ძალიან დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ. პირველი, რაც მათში ყველაზე მეტად მომწონს ორგანიზატორული ნიჭია. გარდა ამისა, Walkers-ი ორიენტირებულია, არა მხოლოდ, ხალხის დანიშნულების ადგილზე მიიყვანაზე, ობიექტების ნახვასა და უკან წამოყვანაზე, – არამედ იმაზეც, რომ იზრუნოს სტუდენტების გართობაზე, რაც მათ ლაშქრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ერთადერთი, რაც მაწუხებს ის არის, რომ ყოველ უქმეებზე ვერ ვახერხებ წასვლას’’, – ამბობს ნინო ლოლიშვილი, რომელიც მოლაშქრეთა კლუბთან ერთად ცდილობს “სხვა საქართველოს აღმოჩენას”.
Walkers-ის პოპულარიზაციისთვის უკვე გადაიღეს რამდენიმე სარეკლამო რგოლი (https://www.youtube.com/watch?v=h__b3PPmvwY , https://www.youtube.com/watch?v=08PcuUfGn08#t=468), შექმნეს ვებ გვერდი (www.walkers.ge) და facebook-ის გვერდიც, რომელიც აქტიურად აცნობს საზოგადოებას მათ დაგეგმილ სიახლეებს. მათი სამომავლო გეგმები კი, ულამაზესი საქართველოს მეტი ადამაინისთვის გაცნობასა და დაინტერესებას უკავშირდება, რაც პოპულარიზაციის გარეშე, ვერ მიიღწევა. ამიტომაც, Walkers- ის მთავარ მიზანს, პოპულარულობის მიღწევა წარმოადგენს.