ვაკანსია – სადაზღვევო აგენტი თავისუფალი გრაფიკით

დასაქმება

“სადაზღვევო კომპანია ალდაგი” აცხადებს  სადაზღვევო აგენტის ვაკანსიებს ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძისა და გლდანის ოფისებში.

,,ალდაგი” გთავაზობთ:

  • ტრენინგებს სადაზღვევო საქმიანობის და გაყიდვების მიმართულებით
  • თქვენზე მორგებულ, თავისუფალ სამუშაო გრაფიკს – დღეში 4 სამუშაო საათი
  • მზარდ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას – სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ბონუსებისა და საკომისიოსგან, გაყიდვების მოცულობის შესაბამისად
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • საინტერესო და აზარტულ სამუშაოს.

ძირითადი მოვალეობები:
გარე გაყიდვების მიმართულებით:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება საცალო გაყიდვების მიმართულებით
  • პოტენციური კლიენტებისთვის ავტოტრანსპორტისა და ქონების დაზღვევის პროდუქტების შეთავაზება.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საოფისე სამუშაო:

  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით
  • პოტენციური და არსებული კლიენტების აღრიცხვა
  • კლიენტებთან შეხვედრა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება
  • კლიენტებთან მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office.

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • ენერგიულობა
  • სისხარტე
  • მიზანდასახულობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი 2015 წლის 18 ივნისამდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “Subject line”-ში მიუთითეთ: “სადაზღვევო აგენტი – თბილისი (გლდანი)” ან “სადაზღვევო აგენტი – თბილისი (ჭავჭავაძე)”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები