კონკურსი – „ბოლო ზარის არტი“

კონკურსები
studinfo.ge  (სტუდენტური ამბები) აცხადებს კონკურსს აბიტურიენტებისთვისა და სტუდენტებისთვის თემაზე – „ბოლო ზარის არტი“.

კინდლითუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბოლო ზარის პერანგი/წინსაფარი გამოირჩევა ორიგინალური და კრეატიული ნახატით, გადაუღეთ ფოტო, გადმოაგზავნეთ, გაიმარჯვეთ და „სტუდენტური ამბებისგან“ მიიღეთ Amazon Kindle საჩუქრად (Kindle, 6″ Glare-Free Touchscreen Display, Wi-Fi – Includes Special Offers).

კონკურსში მონაწილეობის წესები და მოთხოვნები:
  • საკონკურსო ფოტოსურათზე ნათლად უნდა ჩანდეს თქვენი ბოლო ზარის მაისურზე/წინსაფარზე დატანილი ნახატი. მაგალითისთვის, იხილეთ ფოტო:
  • საკონკურსო ფოტოსურათი უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: [email protected] 16 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.
  • მეილში მიუთითეთ:  სახელი, გვარი, დაბადების წელი, სკოლა. მობილური ტელეფონის ნომერი.
  • გაითვალისწინეთ! კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ბოლო ზარის მაისურის საკონკურსო ფოტოსურათით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება „სტუდენტური ამბების“ facebook გვერდზე (https://www.facebook.com/studinfo.ge) სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ფოტოალბომში, სადაც, ყველა facebook მომხმარებელს მიეცემა საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. სამუშაო საათებში გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება დღის ბოლომდე, დღის მეორე ნახევარში გამოგზავნილი – მეორე დღეს.

  • შენიშვნა! არ აიტვირთება პოსტი, რომელიც იქნება არაეთიკური და არათემატური. “სტუდენტური ამბები“ უფლებას იტოვებს სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფოტოები, გაუფრთხილებლად, მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებული ბოლო ზარის პერანგის მფლობელი შეირჩევა საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან.

გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსის დასრულებიდან ერთ კვირაში, – 7 ივნისს.  გამოვლინდება მხოლოდ 1 გამარჯვებული სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით (მთავარი კრიტერიუმი).  ჟიური გაითვალისწინებს პოსტის ლაიქების რაოდენობას.

გამარჯვებული, საკონკურსო პრიზის, Amazon Kindle-ის მისაღებად, უნდა გამოცხადდეს საავტორო პერანგით ARIS.GE-ს ოფისში და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო კონკურსის ორგანიზატორთან ერთად.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს „ბოლო ზარის პერანგის“ ტრადიციის გაგრძელებასა და ახალგაზრდების წახალისებას.

გისურვებთ წარმატებას! 🙂

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები