გვეხმარება თუ არა მუსიკა მეცადინეობის პროცესში

ინფორმერი

მუსიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია, თუმცა მეცადინეობის პროცესში მუსიკის მოსმენასთან დაკავშირებით აზრები იყოფა და მუდმივად კამათობენ იმის შესახებ, ნამდვილად შეუძლია თუ არა მუსიკას გაზარდოს მუშაობის ხარისხი და პროდუქტიულობა.

The Telegraph-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კომპანია Mindlab International-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 10-დან 9 მომუშავემ მუსიკის თანხლებით მუშაობისას უკეთესი შედეგი აჩვენა.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

თუმცა, ყველანაირი მუსიკა არ ახდენს დადებით ზეგავლენას სამუშაო გარემოზე. მუსიკისა და სიტუაციის შეუთავსებლობამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგიც მოგვცეს. ზოგადად, მუსიკალური გემოვნება ინდივიდუალურია, მაგრამ, არსებობს გარკვეული სახის მუსიკა, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, საუკეთესოდ მოქმედებს სამუშაო პროცესზე.

  1. ძლიერი, ენერგიული მუსიკა შეგმატებთ მეტ თავდაჯერებულობას და მუშაობის ან სწავლის პროცესში ენერგიით აგავსებთ.

2005 წელს ჟურნალ Psychology of Music-ისათვის ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მსგავსი მუსიკის მოსმენისგან მიღებული ემოცია გონებაში კოგნიტური აზროვნების ორგანიზებაზე მოქმედებს და მომუშავის კრეატიულობაზე გავლენას ახდენს. ექსპერიმენტის მიხედვით, მონაწილეებმა, რომლებსაც პოზიტიური მუსიკა ჰქონდათ ჩართული პრობლემის უფრო კრეატიულად გადაწყვეტა შეძლეს, ვიდრე მათ ვინც ნეგატიური მუსიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამიტომ, Medical Daily-ს რეკომენდაციით, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, რომელიც თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს მოითხოვს, კარგი იქნება, თუ მსგავს მუსიკას მოუსმენთ.
ამ სტილის სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია, მართლაც ენერგიული We Will Rock You:

  1. ე.წ. ემბიენტ მუსიკა ტექსტის გარეშე, მუშაობის ტემპის კარგი მასტიმულირებელია

https://youtu.be/CySNhHVAokQ

ასეთი სტილის მუსიკა შეესაბამება სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, მაგრამ არა გონების დაძაბულ შემოქმედებით მუშაობას, რადგან ასეთი მუსიკა, თითქოს, ფეხს უწყობს სამუშაო პროცესს. ამ ეფექტის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ, მას შემდეგ რაც ექსპერიმენტის მონაწილეებს ემბიენტის მოსმენა შეაწყვეტინეს, მუშათა შრომის ხარისხი შემცირდა და მათ საჭიროზე მეტი დრო მოანდომეს საქმის შესრულებას. სპეციალისტეპი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ამ სტილის მუსიკა სიფხიზლესა და ყურადღების უნარს ზრდის.
მაგალითისათვის, ეს მუსიკა ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ მელოდიადაა მიჩნეული:

  1. კლასიკური მუსიკა შეამცირებს სტრესს და გააუმჯობესებს ხასიათს

https://youtu.be/C1y6XrLmYdE

კვლევებმა დაადგინა, რომ მუსიკას სხეულისა და გონების რელაქსაციის უნარი გააჩნია. კლასიკურ მუსიკას შეუძლია გულის ცემის შენელება, არტერიული წნევის დაწევა  და სტრესის ჰორმონების დონის შემცირება. იგი ხელს უშლის ზედმეტად სტრესულ სიტუაციებში „გადაწვას“. კლასიკური მუსიკა ამშვიდებს ნერვებს და ამაღლებს განწყობას, რაც სამუშაოზე უკეთეს კონცენტრაციას უწყობს ხელს.
მაგალითად, მოუსმინეთ ბეთჰოვენის Fidelio Overture-ს:

  1. მოცარტი აუმჯობესებს სწავლისა და დამახსოვრების უნარს

University of California-ში ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოცარტის მუსიკის მოსმენის შემდეგ სტუდენტებმა გამოცდებზე მიღებული ნიშნები გააუმჯობესეს. ამას „მოცარტის ეფექტიც“ კი დაერქვა, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

  1. პოპმუსიკა დაგეხმარებათ დავალების შესრულების დაჩქარებაში

Mindlab-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომელთაც პოპმუსიკას ასმენინებდნენ, დაკისრებული დავალება 58%-ით სწრაფად შეასრულეს, ვიდრე მათ, ვინც არ უსმენდა მუსიკას. მართლწერის თვალსაზრისით, პოპმუსიკას საუკეთესოდ ახასიათებენ მწარმოებლურობის სიჩქარის მხრივაც – კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პოპმუსიკის მოსმენის დროს შესრულებულ დავალებაში შეცდომები 14% შემცირდა.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი საკუთარ თავზე, ამაში მაგალითად ბრუნო მარსის – Treasure დაგეხმარებათ.

წყარო: www.lifehack.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები