ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს

სტუდენტური ცხოვრება

8 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“ დასაქმების ფორუმი – 2015 ჩატარდა.

ქუთაისის უნივერსიტეტმა წელს უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. უნივერსიტეტის ცნობით, ამ პროექტის  დახმარებით  უკვე დასაქმებულია  უნივერსიტეტის არაერთი  კურსდამთავრებული.

ქუთაისის უნივერსიტეტის  მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა რექტორატის  ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში, სტუდენტები შეხვდნენ საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაეცნენ მათ მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე მოხდა გასაუბრება და სურვილისამებრ დატოვეს შევსებული სააპლიკაციო ფორმები.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები