როგორ უნდა დავწეროთ აკადემიური ნაშრომი

სასარგებლო რჩევები

ის სტუდენტები, ვინც წელს ამთავრებთ უნივერსიტეტს და სადიპლომო ნაშრომებს წერთ ან უბრალოდ აკადემიური ნაშრომის გააქვთ დასაწერი, ალბათ, დაგვეთახმებით, რომ აკადემიური ნაშრომის დაწერა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.  გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული აკადემიური კვლევისა და ნაშრომის მომზადებაში.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პირველი პრობლემა, რომელსაც აკადემიური ნაშრომის დაწერის დროს ვაწყდებით, არის თემის შერჩევა. აჯობებს, აკადემიური ნაშრომისათვის ისეთი თემის შეარჩიოთ, რომლითაც განსაკუთრებულად ხართ დაინტერესებული. თუმცა თემის არჩევის შემდეგ აუცილებელია ტემპის შენარჩუნება, რაც ზოგისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს.

როგორ შევარჩიოთ თემა?

  1. კვლევის იდეისა და თემის შთაგონება მრავალ ადგილზე შეიძლება მოგივიდეთ. კონფერენციებზე, სემინარებზე დასწრება, აკადემიური ლიტერატურის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალი სხვა სტრატეგიაც არსებობს. იდეა შესაძლოა, კარგი ხარისხის რადიო გადაცემამ, გაზეთის კითხვამ, ონლაინ გამოცემებმა ან სოციალურმა ქსელებმაც კი მოგაწოდონ.
  2. აუცილებელია კავშირი სხვა მკვლევარებთან და იმ ადამიანებთან, ვინც დაინტერესებულია და ჩართულია იმ საკითხებში, რომელიც თქვენი ინტერესის სფეროა.
  3. კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმესთან თანამშრომლობას დათანხმდებოდეთ კვლევის დროს. კარგი კოლეგები თქვენს ნაშრომს ბევრ დადებითს შეჰმატებენ, ცუდები კი მხოლოდ გაგირთულებენ ცხოვრებას და შედეგით კმაყოფილი არ იქნებით.
  4. კარგია რეგულარული გასეირნება ფეხით/ველოსიპედით ან სირბილი. გარდა იმისა, რომ ეს ფიზიკურ სიჯანსაღეს შეუწყობს ხელს, ასევე მეტ სივრცესა და დროს მისცემს თქვენს გონებას ახალი იდეების გენერირებისათვის
  5. საუკეთესო ვარიანტია, ისეთი თემის შერჩევა, რომლის ღრმად შესწავლა ნამდვილად გაინტერესებთ, გინდათ მოცემული ფენომენის შესახებ მეტის გაგება. საკუთარი თავისთვის მისი ახსნის შემდეგ, სხვებისთვის ახსნასაც კარგად შეძლებთ.

შეადგინეთ კვლევის გრაფიკი 

  1. იყავით ორგანიზებული – დროის დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია, როცა ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. შექმენით დაგეგმილი აქტივობების სია, ე.წ. to do list, თავისი დედლაინებით და ყოველი დავალების შესრულების შემდეგ, წაშალეთ იგი სიიდან. ეს დაგეგმილის მიღწევის სასიამოვნო შეგრძნებას გაგიჩენთ და მომდევნო პუნქტს უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით.
  2. სასარგებლოა გეგმის სტრატეგიული განაწილება დროის სხვადასხვა მონაკვეთებად: საათობრივი, დღის, კვირის ან თვის გეგმა.

სამუშაო პროცესი

  1. აუცილებლად დაიწყეთ ნებისმიერი იდეის, აზრის, შენიშვნების, დროებითი სათაურების ჩანიშვნა, რაც კი აზრად მოგივათ თქვენს თემასთან დაკავშირებით. მათ გაფილტვრას ან დახვეწას ნებისმიერ დროს შეძლებთ.
  2. დაალაგეთ მასალები კომპიუტერის სხვადასხვა ფაილებში. მაგ.: სტატიები დამუშავების პროცესში, დასრულებული სტატიები, საკონფერენციო ესეები, ბლოგ პოსტები, ნაწყვეტები წიგნებიდან და სხვა…
  3. თუ ენთუზიაზმი დაკარგეთ ან წინააღმდეგობას შეეჯახეთ, ცოტახნით შეეშვით კონკრეტული თემას და სხვა საკითხზე იმუშავეთ, მოგვიანებით კი კვლავ დაუბრუნდით მას დასვენებული გონებით.
  4. მნიშვნელოვანია რამდენად კარგი იქნება ნაშრომის შესავალი ან რეცენზია, რომელმაც მკითხველი უნდა დააინტერესოს, დააინტრიგოს და მოანდომოს მისი სრულად წაკითხვა.
  5. როდესაც ჩათვლით, რომ ნაშრომი დაასრულეთ, გადადეთ იგი მინიმუმ ერთი დღით და დაუბრუნდით მოგვიანებით ახალი თვალით. დიდი ალბათობით, შეამჩნევთ რაიმეს, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება.
  6. იფიქრეთ, როგორ შეიძლება ერთი ნაშრომი მომდევნოს საფუძველი გახდეს.

მიეცით თქვენ ნაშრომს სხვა გამოყენება

  1. ნაშრომები მაქსიმალურად მრავალფეროვნად გამოიყენეთ – აქციეთ საკონფერენციო თემად, სტატიად, წიგნად, ბლოგ პოსტად. ან პირიქით, რაც პატარა პოსტით იწყება, შესაძლოა შემდეგ მთელ ნაშრომად განავითაროთ.
  2. აკადემიური „მსაჯულებისგან“ შეფასების მიღება, ზოგჯერ, შეიძლება უსიამოვნო იყოს. მაგრამ, ნუ მისცემთ ნეგატიურ აზრებს თქვენი მოტივაციის დადაბლების საშუალებას სამომავლოდ. გაკრიტიკების შიშმა არ უნდა დაგთრგუნოთ. პირიქით,ეცადეთ კრიტიკა თქვენს სასიკეთოდ, ნაშრომის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები